“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, “ქალაქელებთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, იტყობინება Mundo Deportivo.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის არგენტინელი კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მისი კონტრაქტის პირობები კი “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატებზეა გაგზავნილი.
“ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ აგუეროს მოსვლა მოკლევადიან პერიოდში მისი უფასოდ გადმოსვლის ფონზე მომგებიანი იქნება.




დიდიან პატარიანად ყველას აქ მოსვლა როგორ უნდა?! ასეთ დღეშია გუნდი და მაინც ბარსელონასკენ იწევენ. რავი უფასოდ ამის დათრევაც არაა ცუდი ვარიანტი.
სუარესი გაუშვეს და არამგონია აგუერო მოიყვანონ
აგუერო მაგარი ფეხბურთელი იყო,მაგრამ ახლა უკვე როგორც უმეტეს ასაკში შესულ ფეხბურთელს ,დაღმასვლა დაეწყო, რაში გვჭირდება ,თუ გავითვალისწინებთ რომ ჯეკა გავუშვით ,რომელიც ერთი თავით ჯობია,ლოგიკა სად არის?
ეს რათ გვიმდა სუა გვყავდა და გაყიდეს 😡😡 რატომ გაყიდეს თუ ისევ 32 წლის კაცი უნდოდათ თან კაპიკებში მიყიდეს😡😡😡
დეპაის და ამას შორის არჩევაზე თუ მიდგა საქმე დაუფიქრებლად ეს უნდა აირჩიონ
თან მესის დარჩენაში შეიტანდა დიდ წვლილს ამის გადმოსვლა
არამგონია მაინც.. ასეთი ვარსკვლავების უფასოდ მოყვანას ბარსელონა არ კადრულობდა ხოლმე -_- რაღაც პრინციპის საკითხს ჰგავს..
არა მგონია ამის ხელფასის გადახდა შევძლოთ