
ვილასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, “ბარსელონას” სატრანსფერო მიზნები მთლიანად ცესკ ფაბრეგასზე გადაერთო. კატალონიელი ნახევარმცველი პრიორიტეტულია არა მარტო პეპ გვარდიოლასთვის, არამედ ხუან ლაპორტასთვისაც. ცესკმა პირველ ადგილზე გადაიწია მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ “ბარსელონაში” თამაშის უდიდესი სურვილი აქვს და ახლა იგი ცდილობს როგორმე “არსენალთან” მოაგვაროს წასვლის საკითხი. ჩიკი ბეგირსტაინმა გუშინ აღიარა, რომ “მეთოფეებთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით კატალონიური კლუბის მიერ გადასახდელი სატრანსფერო თანხა ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ცესკი “ემირეითსს” 50 მილიონზე ნაკლებ თანხად არ დატოვებს, მიუხედავდ იმისა, რომ მას სამშობლოში დაბრუნება სურს.
კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ მოხდება საოცრება და ცესკ ფაბრეგასი “ბარსელონაში” 40 მილიონად ჩამოვა. დრო გადის და “არსენალი” მსოფლიო ჩემპიონატამდე ცესკის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, თუ კატალონიელი ასე გადაწყვიტს. ყოველ შემთხვევაში, “ბარსელონას” აქვს “გეგმა ბ”, რომელიც ითვალისწინებს დავიდ სილვასთვის კატალონიური კლუბის მაისურის მორგებას. გვარდიოლა ამ ესპანელმაც მოხიბლა.
თუ ფაბრეგასის ტრანსფერი ჩაიშლება, “ბარსელონა” სილვას გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეც შეიძლება დადგეს. “რეალ მადრიდი” სერიოზულად ფიქრობს ამ ფეხბურთელის ტრანსფერზე და მასში 30 მილიონის გადახდას აპირებს. სილვას მადრიდში გადაბარგება მხოლოდ და მხოლოდ მოურინიოზე დამოკიდებული, რომელიც ჯერ კიდევ ყოყმანობს და არ იცის გაწვრთნის თუ არა “რეალს” მომავალ სეზონში.
წყარო: www.elmundodeportivo.es