ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაკე: “აზარი გუნდში რჩება”

პაკე: “აზარი გუნდში რჩება”

 

ფრანგული “ლილის” გენერალურმა დირექტორმა, ფრედერიკ პაკემ განაცხადა, რომ “ლილის” ბელგიელი შემტევი ფეხბურთელი, ედენ აზარი გუნდს ამ სატრანსფერო სეზონზე არ დატოვებს…

 

“ედენი არსად არ წავა. იგი “ლილის” ამ სატრანსფერო სეზონზე არ დატოვებს. კლუბის პრეზიდენტმა ამის შესახებ ძალიან გაკრვევით განაცხადა – იგი მომავალ წელსაც ჩვენთან იქნება”, – ციტირებს პაკეს სიტყვებს “RMC”.

 

ბელგიელი ფეხბურთელი 20 წლისაა. მას კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში, იგი ფრანგული “პირველი ლიგის” საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დაასახელეს. შეგახსენებთ რომ აზარისადმი ინტერესს “ბარსელონა”, “არსენალი”, “ლივერპული” და რაღა თქმა უნდა, “რეალ მადრიდი” გამოთქვამდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში