workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესისთან ერთად თუ მის გარეშე? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი

მესისთან ერთად თუ მის გარეშე? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი

დღეს ლიონელ მესიმ გუნდთან ერთად სრულად ივარჯიშა. 

რონალდ კუმანმა კი პრესკონფრენეციაზე დაადასტურა, რომ მესი განაცხადში აუცილებლად მოხვდება, ხოლო მოედანზე ითამაშებს თუ არა ეს უშუალოდ არგენტინელზე იქნება დამოკიდებული.

ქვემოთ 3 სახის ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელიც შესაძლოა, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მესისთან ერთად ან მის გარეშე გამოიყენოს.

ვარიანტი N1

ლეოს ძირითადში ხილვის შემთხვევაში მარტინ ბრეითუეიტს სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მოუწევს. დანიელს “სოსიედადთან” დასამახსოვრებელი თამაშით თავი ნამდვილად არ გამოუჩენია.

მესის გარდა თერთმეტეულში სერჟინიო დესტსაც ვიხილავთ. ნიდერლანდელი კუნთის მცირე დისკომფორტის გამო წინა შეხვედრაში ოსკარ მინგესამ ჩააანაცვლა.

ვარიანტი N2

ლეო მესი და სერჟინიო დესტი თუ 100%-ით მზად არ იქნებიან, ისინი კვლავინდებურად სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან.

რიკი პუჩი “სოსიედადთან” შეხვედრაში ეფექტურად ჩაერთო და შესაძლოა, კუმანი მას დასაწყისშივე ენდოს.

რაც შეეხება სერხიო ბუსკეტსს, მან ბოლო 3 შეხვედრაში გადაბმულად 271 წუთი ითამაშა და ახლა, შესაძლოა, შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთოს.

ვარიანტი N3

 

ამ შემთხვევაში რონალდ კუმანი არაუხო-მინგესას ცენტრალური დაცვის დუეტს კიდევ ერთხელ მიენდობა.

უსმან დემბელე კი წინა შეხვედრაში ნათამაშები 120 წუთის შემდეგ, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • Georgebina
    schedule 17 იან 2021, 18:18

    ციტატა: ნოე
    მეტეორი რომ დაგვეცეს კუილა პუჩს ძირითადში არ ათამაშებს smile smile


    რეალურად ამ ფეხბურთელებს შორის პუჩის ჯერ ძირითადში ვერ მოიაზრებ და მწვრთნელს ვერ დაადანაშაულებ. პედრი ისეთ ფორმაშია, რომ ახლა მაგის გუნდიდან ამოგდება არ შეიძლება და სხვის ადგილს ჯერ პუჩი ვერ დაიკავებს. მართალია გამოდის და ხალისი შემოაქვს თამაშში, მაგრად ან საგოლე პასი უნდა გააკეთოს ან რამე ისეთი თორემ რთული იქნება მაგის ძირითადში ყოფნა. ცვლილებაზე გამოსვლას და დროს რომ 100% იმსახურებს მაგაზე ორი აზრი არაა.

  • Zlatan-Ibrahimovic-11
    schedule 17 იან 2021, 09:31
    ტერ შტეგენი
    დესტი-მინგეზა-არაუხო-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    დემბელე-მესი-გრიზმანი
  • me da barca
    schedule 17 იან 2021, 04:30

    არ ვიცი ვინ ითამაშებს, მაგრამ ის ვიცი, რომ ერთ ბასკურ გუნდს მეორეც უნდა მიაყოლონ უეჭველი.

  • C.PC5
    schedule 17 იან 2021, 00:29

    იქნება მესიც და დესტიც.

  • M10 S9 D11
    schedule 17 იან 2021, 00:16

    ისე რასაც დავაკვირდი რაც ფრენკიმ წინ აიწია და შეტევას უფრო ეხმარება ბუსის ხელ ფეხი გაეხსნა საყრდენნ ზონაში და გამოასწორა თამაში და მემგონი ახალი საყრდენის მოძებნა მოგვიწევს მალე ფრენკი იქ უნდა დარჩეს სადაც ეხლა თამაშობს მე მატეუშ ფერნანდეში ძალიან მომწონს საკმაოდ ჭკვიანი ფეხბუეთელია და უნდა მიეცეს შანსი მარა მერე პუჩის ადგილი იკარგება ნახევარ დაცვაში ვაახ ეს რა შარია :დდდდდდდ

  • Bakero
    schedule 17 იან 2021, 00:16

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ვინმემ დაწერეთ რა სად უყურებთ ფინალს


    რუსულ ტელეარხ Футбол 1-ზეა პროგრამაში

  • Bakero
    schedule 17 იან 2021, 00:09

    N1 ვარიანტი რასაკვირველია ! გრიზმან ერთი თამაში მაინც ითამაშე შეტევაში
    კაცურად შე კვერცხო ! და ამ ფრანგებმა (სამივემ) თუ არ ჩაიჯვეს კარგი იქნება …..მეორე ტაიმში პუჩი აუცილებლად

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 იან 2021, 00:05

    ვინმემ დაწერეთ რა სად უყურებთ ფინალს

  • Albicelecte
    schedule 17 იან 2021, 00:04

    ნუ უმჯობესია მესისთან ერთად, თუ მესის თამაში არ გამოვიდა, მაშინ ჯობია გრიზმანი დადგეს 9-იანზე
    კლასგარეშე მაინც არ ითამაშებს

  • BEQA BARCA
    schedule 16 იან 2021, 23:57

    მესამე მინდა მარა პირველს დააყენებს ამიტომ პირველი და ბუსის ნაცვლად პიანიჩი.

  • M10 S9 D11
    schedule 16 იან 2021, 23:49

    პირველი ვარიანტი ულაპარაკოდ

  • ბასქუ10
    schedule 16 იან 2021, 23:46

    მესი თუარიყო, შეტევაში საერთოდ არაფერი არ გამოგვდის, იმედია ამ შემთხვევაში პუჩის მართლა დააყენებს და ბურთი აოტანა და შეტევაში წასვლა დეიონგთან ერთად საქმეს გაუმარტივებს ბარსელონას

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 16 იან 2021, 23:46

    ისევ მესამე ვარიანტი ჯობს ყველას,პუჩსაც ისევ ათამაშებს იმედია ოღონდ მეტ სათამაშო დროს მისცემს,კარგი იქნება მესი თუ იქნება და შეძლებს თამაშს რომ ბრეითუეიტის იმედად ყოფნა არ მოგვიწიოს და დემბელეც თუ არ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, რომელიც სოსიედათთან თამაშში აშკარად სხვა პლანეტაზე იყო და თამაშის დასრულების შემდეგ დაეშვა დედამიწაზე.

  • Ბარსა13
    schedule 16 იან 2021, 23:36

    Მესამე ყველას ჯობია ❤️

  • Clever liar
    schedule 16 იან 2021, 23:33

    რამდენი სახითაც არუნდა იფხაკურონ, მესის გარეშე მაინც ერთი სახეგაფშეკილი ვალვერდეა გუნდი..