workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”არსენალმა” არ მიიღო ”ბარსას” შეთავაზება

”არსენალმა” არ მიიღო ”ბარსას” შეთავაზება

”არ დაბრუნდეთ, სანამ არ გექნებათ სერიოზული შეთავაზება”. ასე უპასუხა ”არსენალმა” ”ბარსელონას” შეთავაზებას. კატალონიელებმა ლონდონელებს სესკში 35 მილიონი ევრო შესთავაზეს. როგორც ჩანს კლუბებს შორის მცირეხნიანი კონტაქტი იყო, რადგან ”არსენალმა” სესკში უზარმაზარი თანხა მოითხოვა: 60 (!!!) მილიონი ევრო.

აშკარად ირკვევა, რომ ”არსენალს” არ სურს ესპანელი ნახევარმცველის გაყიდვა, მაგრამ მისი წასვლის შემთხვევაში დიდი თანხის ”გაკეთება” სურს. ლონდონელები თავიანთ პოზიციებში შეუვალნი არიან, რადგან იციან, რომ პეპ გვარდიოლას უმთავრესი სამიზნე მიმდინარე ზაფხულს სესკ ფაბრეგასია.

ორივე მხარემ იცის, რომ მოლაპარაკების შემთხვევაში სესკის ტრანსფერი 40-45 მილიონ ევროდ შესრულდება. ”ბარსელონას” ეს ვარიანტი აწყობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერში ერთი ან ორი ფეხბურთელი იქნება ჩართული. ”არსენალს” კი მხოლოდ ფული სურს. ეს ისტორია უკვე 3 წელია გრძელდება და ”საპნის ოპერად” გადაიქცა: სესკს სახლში დაბრუნება სურს, პეპი ამისთვის ყველაფერს ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ ”ცუდი ბიჭი” (ვენგერი) ყოველთვის იმარჯვებს. ვნახავთ კი მიმდინარე წელს კარგ დასასრულს?

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward