ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალგაზრდა ბლაუგრანელები ფინალში გავიდნენ

ახალგაზრდა ბლაუგრანელები ფინალში გავიდნენ

 

რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა შეხვედრა ესპანეთისა და ბელორუსიის 21 წლამდელთა ნაკრებებს შორის. ეს გუნდები ერთმანეთს ფინალის საგზურისთვის ეჯიბრებოდნენ. საბოლოოდ, გამარჯვება ესპანელებს დარჩათ…

 

მონტოია და ტიაგო ალკანტარა “ბარსას” ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც დღეს გამართულ 1/2 ფინალში ესპანეთის ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ. “ბარსას” 2 სხვა (ბოიანი და ჟეფრენი) ფეხბურთლი კი ლუის მილიამ მოედანზე შეხვედრის მეორე ნახევარში გამოუშვა.

 

პირველი გოლი მატჩის 38–ე წუთზე გავიდა, როდესაც ანდრეი ვორონკოვმა ბურთი დე ხეას კარის მარჯვენა კუთხეში გადაგზავნა. ამის შემდეგ კი ახალგაზრდა ესპანელები ბელორუსიელთა კარს უფრო უახლოვდებოდნენ და უახლოვდებოდნენ. საბოლოოდ ეს მიახლოვება 89–ე წუთზე ტიაგო–ჟეფრენი–ადრიანის ტრიომ დააბოლოვა. მატჩის მიწურულს ლა კორუნიის “დეპორტივოს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმი კი ამ ანგარიშით დასრულდა. შესაბამისად, შეხვედრის არბიტრმა დამატებითი დრო დანიშნა.

 

ლუის მილიას შეგირდებმა დამატებით დროში ბურთი მოიპოვეს თუ არა, მისი ფეხიდან გაშვება აღარ განუზრახავთ. ამიტომაც ბელორუსიელებს ძირითადად ყოფნა საკუთარი კარის სიახლოვეს უწევდათ. თუმცა, ამ კარის სიახლოვეს ყოფნამ მათ მაინც და მაინც ვერ უშველა და დიეგო კაპელის შესანიშნავი თამაშის შემდეგ, გოლის გატანა კვლავ ადრიანმა მოახერხა. ესპანეთის ნაკრები წინ გავიდა.

 

დამატებითი დროის მეორე ტაიმში, ესპანელები პირველი ნახევრისგან განსხვავებით ისე ინტენსიურად აღარ უტევდნენ ბელორუსიელ თანატოლებს, თუმცა ჟეფრენი ვერა და ვერ ჩერდებოდა. საბოლოოდ, მან მთელი თავისი ენერგია 113–ე წუთზე, ბურთს შესწირა. ბურთს, რომელიც ამ ენერგიის შეწირვის შემდეგ რამდენიმე წამში, გუტორის კარის ბადეში გაეხვა. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. ესპანელები კი ახლა მეორე ფინალისტს ელიან. მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. ახალგაზრდა ესპანელებს თასის აღმართვაში ან შვეიცარიელი, ან ჩეხი თანატოლები შეეცილებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში