workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გამოიყურება ჩავის “ალ სადი” მიმდინარე სეზონში?

როგორ გამოიყურება ჩავის “ალ სადი” მიმდინარე სეზონში?

ჩავი ერნანდესი და მისი “ალ სადი” ყატარის ჩემპიონატში ტრიუმფალურ სვლას ამ სეზონშიც განაგრძობენ. 

13 შეხვედრაში მოპოვებული 35 ქულით, “ალ სადი” უახლოეს მდევარ “ალ დუჰაილს” 11 ქულით უსწრებს. ჩავის გუნდს ბურთების შეფარდება +41 აქვს. დღეს გამართულ შეხვედრაში კი “ალ საილია” ანგარიშით, 8-0 გაანადგურეს.

როგორც ჩანს, ესპანელი ლეგენდა 2020 წელს დაფიქსირებული შედეგის(სამი ტიტულის მოპოვება) გამეორებას აპირებს.

“ბარსას” ძველი 6-იანის ასეთი დამაჯერებლობა მის კატალონიურ გრანდში დაბრუნების სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს. საპრეზიდენტო კანდიდატების მიზნებში კი ჩავის სახელი დიდი ხანია რაც მკვეთრად ფიგურირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • BEQA BARCA
    schedule 08 იან 2021, 10:48

    ჩავიმ თავისი გუნდით ძალიან ძლიერებს მოუგო. იმედი მაქვს მალე მოვა.

  • C.PC5
    schedule 07 იან 2021, 23:55

    ვადევნებ ამის შედეგებს თვალს და მართლა შთამბეჭდავია, ოღონდ არავინ იცის რას იზამსესპანეთში, უფრო დიდ გუნდში. ამიტომ მინდოდა რომ მოეყვანათ ან ასისტენტად ან ლა მასიაში მწვრთნელად თავიდან და მერე კი აღზევდებოდა ბარსას მთავარ მწვრთელად❤️❤️❤️

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 07 იან 2021, 23:30

    ფონტიმ თუ გაიმარჯვა კუმანს ამწელსვე გაუშვებს

  • AF10
    schedule 07 იან 2021, 23:04

    ძაან მაინტერესებს საშუალო დონის გუნდში როგორი იქნება მაგალითად რეალ ბეტისში ბურთის ფლობა და ტიკი ტაკა მაგათი სტილია

  • დომენტი
    schedule 07 იან 2021, 22:48

    ბარსას გადამრჩენი ორი კაცია დღესდღეობით…ლაპორტა და ხავი

  • BEQA BARCA
    schedule 07 იან 2021, 22:41

    როდის მოვა ერთი სული მაქ. ძალიან მჯერა ჩავის. ლაპორტა მოვა და მოიყვანს უეჭველი.

  • M10 S9 D11
    schedule 07 იან 2021, 22:35

    მთავარია აქ რას იზავს ალ სადი არაა საზომი

  • Clever liar
    schedule 07 იან 2021, 22:24

    ყატარის ჩემპიონატსა და ლალაიგაზე იასნა ვერანაირ პარალელს გაავლებ, მარა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, როგორი ჩავარდნა ქონდა იმ დროს ალსადს და ჩავის მისვლის შემდეგ რა ლეველზე ავიდა, ფაქტია მუშაობს ეს კაცი და თანაც ზღაპრულად.. ამიტომ იმედია როცა სახლში დაბრუნდება, მისი საფეხბურთო ხედვა და საქმე ბარსასთვისაც იდეალურად მორგებული გახდება ..

  • ბასქუ10
    schedule 07 იან 2021, 22:22

    ყატარის ჩემპიონატით ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ იმედია წარმატებული იქნება მისი ბარსელონური კარიერა მწვრთნელის რანგში

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 იან 2021, 22:17

    ახალი პრეზიდენტი იმედია ხავიზე შეაჩერებს არჩევანს და მოიყვანს ბარსელონას მწვრთნელად.

  • Memphis Depay
    schedule 07 იან 2021, 21:58

    ციტატა: AnriCule
    "ალ სადს" და "ბარსელონას" ნუ შევადარებთ ერთმანეთს, ყატარის ჩემპიონატში წარმატება დიდად ვერაფერზე მეტყველებს


    ნუ, რთულია მართლა რამის განსაზღვრა. მარა ყველა კულეს იმედი გვაქვს ხავისი, დარწმუნებული ვარ ლეგენდარული მწვრთნელი იქნება.

  • AnriCule
    schedule 07 იან 2021, 21:56

    "ალ სადს" და "ბარსელონას" ნუ შევადარებთ ერთმანეთს, ყატარის ჩემპიონატში წარმატება დიდად ვერაფერზე მეტყველებს

  • Albicelecte
    schedule 07 იან 2021, 21:56

    პატარა პეპია მგონი ბატონი ჩავი smiley

  • Memphis Depay
    schedule 07 იან 2021, 21:53

    მალე ბარსას ჩაიბარებს და ისეთივე ლეგენდარული მწვრთნელი იქნება, როგორიც ფეხბურთელი იყო.