workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონაში” თამაში ჩემი ოცნებაა – ფლორიან ვირტცი

“ბარსელონაში” თამაში ჩემი ოცნებაა – ფლორიან ვირტცი

“ლევერკუზენის” ამომავალი ვარსკვლავი ფლორიან ვირტცი “ბარსელონაში” თამაშის სურვილს გამოთქვამს.

17 წლის ტალანტი “ლევერკუზენს” გასულ ზაფხულში “კიოლნიდან” შეუერთდა. ვირტცი ახალ გუნდს შესანიშნავად მოერგო, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ფლორიანი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. მის აქტივში 18 მატჩი, 5 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.

ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა “ბარსელონაში” მეთამაშა. ახლაც არაფერი შეცვლილა, თუმცა ამის დრო ჯერ არაა. მინდა “ლევერკუზენთან” ერთად რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგო.

– გერმანელი მოთამაშის ამ სიტყვებს Bild ციტირებს.

ცნობისთვის, ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. როგორც ჩანს, ვირტცი ამ ეტაპზე გერმანული კლუბის დატოვებას არ აპირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • C.PC5
    schedule 05 იან 2021, 23:59
    #6

    თუ პუჩს ვერ შეინარჩუნებენ ეს მაინც დაითრიონ პედრის მეწყვილედ.

  • ბასქუ10
    schedule 05 იან 2021, 22:23
    #5

    მართლა მაგარი და ძალიან ნიჭიერია იმედია თუ საჭირო იქნება ბარსელონა დაითრევს

  • me da barca
    schedule 05 იან 2021, 21:52
    #4

    23-მდე უფრო დაღვინდება და ავახიოთ უფასოდ. დაკერეთ, რომ არ გაახანგრძლივოს და ეგაა.
    რა უცებ მოვიყვანე ეს უფასოდ და ლაპორტა, თუ გაიმარჯვებს უნდა ვუთხრა სპორტულ დირექტორად ამიყვანოს. satisfied

  • BEQA BARCA
    schedule 05 იან 2021, 21:34
    #3

    მოსაყვანია ეს ბიჭი. მე მომწონს ცენტრში კარგად თამაშობს.

  • M10 S9 D11
    schedule 05 იან 2021, 21:34
    #2

    რა პოზიციაა? მოიყვანონ ლა მასიაში თუ ასეთი კარგია

  • ხავი ლეგენდა
    schedule 05 იან 2021, 21:21
    #1

    17 წლის ასეთ დონეს თუ დებს საღოლ ბიძია.
    ერთი გერმანელი გაასწორებდა ცენტრში.