ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის “ბარსელონას” მისამართით, იტყობინება Sport.es. მომღერლის თქმით მსოფლიო უფრო კარგი იქნებოდა, ისეთივე რომ იყოს, როგორიც “ბარსელონაა”:
” მე ძალიან მინდა, რომ მსოფლიო ისეთივე იყოს, როგორიც “ბარსელონაა”. ამ შემთხვევაში ჩვენ გავიმარჯვებთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ,” დაასრულა შაკირამ.
ცნობისთვის კოლუმბიელ მომღერალს, “ბარსელონას” მცველთან, ხერარდ პიკესთან აქვს რომანი.


