წინა კვირას ვიქტორ ვალდესი მშობლიურ ქალაქში, გავაში, დააჯილდოვეს. ახლა კი მას შეუძლია დაისვენოს დაუვიწყარი სეზონის შემდეგ. მას შეუძლია იამაყოს არამხოლოდ იმით, რომ მოიგო პრიმერა და მეოთხე ზამორა, არამედ იმით, რომ მესამედ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი და რასაც მან ბოლო 5 წელიწადში მიაღწია არცერთ მეკარეს არ მიუღწევია “ბარსაში”. ვიქტორ ვალდესმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გამოცემა “El Periodico”–ს.
– შესანიშნავი წელი…
– დიახ, მხოლოდ სამეფო თასი დაგვაკლდა სრული ბედნიერებისთვის, მაგრამ მთლიანმა გუნდმა უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ. ეს ძალიან ძვირი ღირს, თუმცა ჩვენ ტიტულები მოვიპოვეთ. დაძაბული წელი იყო, რომელასც დაერთო აბიდალის ტრავმა, მაგრამ გამარჯვებამ “უემბლიზე” ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.
– თქვენ შეძელით და სამი ევროპული თასი აღმართეთ 2006 წლიდან. პარიზში ტიერი ანრი გაწუხებდათ, რომში კრიშტიანო რონალდო, ხოლო ლონდონში…
– ამ სამი ფინალიდან, უდაოდ ყველაზე მნიშნველოვანი “უემბლის” ფინალი იყო.
– რატომ?
– რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, გვსურდა მესამე ჩემპიონთა თასი. გუნდმა, მხარდამჭერებმა და მომსახურე პერსონალმა ამას მიაღწია. როდესაც ჩვენს წარსულს გადავხედავთ ვიამაყებთ ამით მე და ანდრეს ინიესტა.
– უკაცრავად, რა იგულისხმეთ?
– რამდენიმე წლის წინ, ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო მესამე ჩემპიონთა ლიგა და ჩვენ ეს უდიდესი გამოწვევა მივიღეთ. საბოლოოდ ოცნება აგვისრულდა.
– ეს როდის მოხდა?
– ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენ პირველი ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ ფრენკ რაიკაარდის ხელმძღვანელობის დროს. ფრენკი უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო ჩემთვის. მოკლედ, პირველი ევროპული თასის შემდეგ მე და ანდრესმა გადავწყვიტეთ გვებრძოლა ამ სერიის გასაგრძელებლად.
– ანუ ეს ყველაფერი პარიზის ფინალამდე მოხდა?
– დიახ, ჩვენ ყოველთვის დიდი გამოწვევა გვქონდა. ბევრი საერთო გვქვს მე და ანდრესს, ჩვენ ხომ “ლა მასიადან” ერთად მოვდივართ. პირველი ლიგის მოგების შემდეგ გადავწყვიტეთ ისტორია დაგვეწერა და ამას განვაგრძობთ დაუსრულებლად.
– 5 წელიწადში 3 თასი აღმართეთ…
– ეს დიდი მიღწევაა, ვიცი. მაშინ, როდესაც საფინალო სასტვენის ხმა გავიგე “უემბლიზე”, გამახსენდა ჩემი და ანდრესის შეთანხმება. დიდებული დღე იყო “უემბლის” ფინალი, ყველაზე ლამაზი. არა მარტო იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, არამედ დავამარცხეთ ურთულესი მეტოქე.
– შეგიძლიათ ეს ყველაფერი გადმოგვცეთ?
– არა, შეუძლებელია ამის გადმოცემა. დამიჯერეთ, ეს რაღაც დიდებულია. წარმოდგენაც კი ურთულესია. მოიგო ჩემპიონთა ლიგა “ბარსასთან” ერთად, მესამედ, “უემბლიზე”… დიახ, “უემბლიზე”… და ანდონი სუბისარეტაც იქ იყო…
– თავდაპირველად ანდონი თქვენი კუმირი და იდეალი იყო, ახლა კი “ბარსელონას” სპორტული დირექტორია…
– ჩემთვის ის განსაკუთრებული პიროვნებაა. მსურს ეს სიხარული მასთან ერთად გავიზიარო. მე მას ჩემი მაისური მივეცი, თუმცა ასეთი მასაც უკვე ჰქონდა.
– რატომ?
– რადგანაც, სწორედ მწვანე ფორმაში ვითამაშე პარიზში. რომში შავი მაისრუით მომიწია ასპარეზობა. თან ისიც დაემთხვა, რომ სუბისაც და მეც მწვანეები გვეცვა “უემბლის” ფინალში (სუბისარეტა – 1992, ვალდესი – 2011). მე მივეცი ეს ფორმა, რადგანაც მას ეკუთვნოდა. სწორედ მის მაისურს ჰგავდა, რომელიც 1992 წელს ეცვა.
– როდის გადაწყვიტეთ?
– ამ ყველაფერზე ფინალამდე ვფიქრობდი. თავში მიტრიალებდა ლონდონი… “უემბლი”… ანდონი… ფინალამდე ტელევიზორში ვნახე 1992 წლის ფინალი და კუმანის გოლი… მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სუბისარეტას დიადი როლი ამ გამარჯვებაში. ეს მისი ფერია (მწვანე). ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც ამას ვაკეთებდი. ჩემპიონთა ლიგა ორივემ ერთად მოვიგეთ.
– ახლა დასვენების დროა…
– მართალი ხართ, დასვენება ნამდვილად მჭირდება, რადგანაც რთული სეზონი მქონდა. იყო თუ არა ეს სეზონი ყველაზე რთული ჩემს კარიერაში? არა, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემთვის. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს და ველით ახალ გამოწვევებს.
– მადრიდთან ერთად ეს რთულია, ასე არ ფიქრობთ?
– მე არ ვსაუბრობ მადრიდზე. მე მხოლოდ “ბარსაზე” მსურს ლაპარაკი. ჩვენ ველით ძალიან რთულ სეზონს. არ მადარდებს რას იზამენ ან იტყვიან მადრიდში. თქვენ იცით ჩემი ფილოსოფია: ბურთი, გამარჯვება და მეტოქისგან გოლის არგაშვება.
– “უემბლიზე” დაბრუნებისას თქვენ ჩამოყალიბებული მეკარე იყავით, რომელიც მხოლოდ ხელით კი არა ფეხითაც მშვენივრად თამაშობდა…
– მწვრთნელი ყოველთვის მეუბნება, რომ თამაშის უშუალო მონაწილე უნდა გავხდე. მე მოედანზე კიდევ ერთი ფეხბურთელის ფუნქციას უნდა ვასრულებდე. ხანდახან კარიდან ძალიან შორსაც ვთამაშობ. ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ გვარდიოლას წყალობით დღეს უკვე ვერთობი და სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთის თამაშით.
– ოდესმე გინერვიულიათ გაშვებულ ბურთზე?
– არა, ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. მე ვცდილობ გუნდის დახმარებას.
– რა გითხრათ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ?
– ის ერთ–ერთი ჩვენგანია. ის მე ისეთი ემოციით მომეხვია….. უჰჰ, ისევე როგორც რაიკაარდი. ეს ორი მწვრთნელი ყოველთვის მენდობოდა. მისტერი ამ ჩახუტებით ყველაფერს გამოხატავს ხოლმე. შესანიშნავია ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება “უემბლიზე” და თან “ბარსელონასთან” ერთად. პეპმა ხოტბა შეგვასხა. რაც ვისაუბრეთ მხოლოდ ჩვენ ორს შორის დარჩება ის იყო პირველი, ვინც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა “უემბლიზე” 1992 წელს.