გუშინ, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში, “ბარსელონამ” “რეალი” სტუმრად, ანგარიშით 87-82, დაამარცხა.
ორივე გუნდის მხრიდან, საუკეთესო მოთამაშე “ბარსას” 29 წლის ფორვარდი, ნიკოლა მიროტიჩი გახდა, რომელმაც, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, ორმაგი დუბლი შეასრულა – 26 ქულა და 10 მოხსნა.
ამ შედეგით, “რეალმა” მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია, თუმცა, 28 ქულით, ლიდერის პოზიციას ინარჩუებს. “ბარსელონა” “ბლანკოსს” 2 ქულით ჩამორჩება, ამასთან, მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.




Memphis Depay,
😀😀😀
რეალის დამარცხება ბარსას მიერ სუყველგან გამიხარდება სუ რო ჭოკით ხტომა იყოს
რეალის მხველია ბარსა ყველგან და ყოველთვის, იქეთ წელს ბერნაბეუზე რო ჩავდივართ კაი იქნება თუ ვიხილავთ იმასაც რასაც გვაჩვევენ 😂
⭕ჩავი: 🗣“6-2-ის მოგება განსაკუთრებული იყო, რადგან ჩვენ ტაქტიკურად რაღაც ახალი შევქმენით“.
⭕ანრი: 🗣„ცრუ ცხრიანმა არსებობა სწორედ ამ დღიდან დაიწყო“.
⭕მესი: 🗣„პეპმა კლასიკომდე ერთი დღით ადრე დამირეკა და ბაზაზე მისვლა მთხოვა, რათა პოზიციების შეცვლა განგვეხილა. ტიტო ვილანოვასთან ერთად მე მატჩებს ვუყურებდი და მათ გადაწყვიტეს, რომ რაღაც ახალი გაეკეთებინათ“.
⭕ჩავი: 🗣„გუარდიოლამ სისტემა შეცვალა. მან ანრის უთხრა, რომ ცენტრალურ მცველებს შორის ეთამაშა, ხოლო ეტოოს მცველებს შორისა და პლუს უკან. პეპმა გაანალიზა, რომ მადრიდელთა დაცვა და ნახევარდაცვა პრესინგს არ თამაშობდა. ისინი ცენტრფორვარდს მჭიდროდ არასდროს მეურვეობდნენ და ჩვენ მესის სახით შევქმენით ცრუ ცხრიანი, რომელიც მოედნის სიღრმიდან ეტოოსთან ერთად რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა. ბურთთან ყოფნისა და მისი გაკონტროლების დროს ჩვენ ყოველთვის ერთით მეტნი ვიყავით. რიცხობრივ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ვინარჩუნებდით“.
⭕მესი: 🗣„ეს რეალისთვის რაღაც ახალი იყო. მათ ჩვენ ძალიან კარგად ვყავდით შესწავლილი. როცა მე უკან ვიხევდი და სიღრმიდან ვმოქმედებდი მათი ცენტრალური მცველები უკან აღარ მომყვებოდნენ. ერთხელაც, როდესაც საჯარიმოს ტერიტორია დავტოვე და მოედნის სიღრმიდან შევუტიე, მეტოქის მცველები იმ მომენტში ამომყვნენ. სწორედ ამ დროს ანრისა და ეტოოს სივრცე შეექმნათ, რომელშიც ისინი შეიჭრნენ და ასე გავიტანეთ პირველი გოლი“.
⭕ანრი: 🗣„მესის დახმარებამ სწორედ ისეთი შედეგი გამოიღო როგორსაც მწვრთნელი ელოდა. ლეომ პოზიცია შეიცვალა და გუნდის შეტევები უფრო ხანგრძლივი გახდა, მე შევიჭერი სივრცეში, ეტოო მეორე მხარეს მოქმედებდა და ამან იმუშავა“.
კალათბურთის მოყვარული და მაყურებელი დიდად არ ვარ, მაგრამ ჰოკეიც რომ იყოს და რეალი მიფარჩაკდეს, ესეც ძალიან სასიამოვნო იქნება
ტიპებს იმენა კალათბურთში გრანდი გუნდიყავთ და მაინც მოვუგეთ
კაროჩე ჰალაზე ბანი უნდა დაიდო, აღარ შეხვიდე თორე გამორაულბლანკოვდები ბოლო დონეზე.