ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რომა” კრკიჩი–იგუაინის დუეტზე ფიქრობს

“რომა” კრკიჩი–იგუაინის დუეტზე ფიქრობს

იტალიური “რომა” დაინტერესებულია მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდებით, გონსალო იგუაინითა და ბოიან კრკიჩით, იტყობინება Marca.

დედაქალაქელთა ახალი სპორტული დირექტორი, ვალტერ საბატინი ფიქრობს, რომ ეს ორი ფეხბურთელი საგრძნობლად გააძლიერებს “რომას” შეტევის ხაზს. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელებს ჯერ სიტყვით არ მიუმართავთ “ბარსელონას” ხელმძღვანელობისთვის, თუმცა ისინი სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ახალგაზრდა ფორვარდით.

ბოიანი “ბარსას” პირველი გუნდის ღირსებას 2007 წლიდან იცავს და ჩატარებულ 104 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში