ბარსელონა-სოსიედადი – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-სოსიედადი – მატჩისწინა მიმოხილვა

24 მოგება – ასეთია “ბარსელონას” შედეგი “რეალ სოსიედადთან” “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 24 თამაშში. როგორ შეიძლება ასეთი მაჩვენებლის ფონზე ერთი გუნდი გამოკვეთილი ფავორიტი არ იყოს? თურმე, შეიძლება.

“სოსიედადი” ლა ლიგის ლიდერია, “ბარსელონა” კი ევროსაგზურის ზონის მიჯნაზეა – მე-8 ადგილზე. ანუ, მიმდინარე სეზონში გუნდებს ადგილები აქვთ გაცვლილი.

ორი ვარიანტია – ან დღეს “ბარსელონას” ისევ ძალიან მძიმე შეხვედრა ელის, ან ეს იქნება გარდამტეხი თამაში გუნდის სწორ გზაზე დასადგომად. იმედი ვიქონიოთ, რომ მეორე ვარიანტს ვიხილავთ.

სათამაშო ფორმა

მთელი ევროპის მასშტაბით “ბარსელონაზე” უფრო არასტაბილური გუნდის მოძებნა ძნელია. რონალდ კუმანის გუნდში სტაბილური მხოლოდ თამაშის ხარისხია – კლუბისთვის აშკარად შეუსაბამო. რაც შეეხება შედეგებს – რაიმე ტენდენციის პოვნა რთულია, “ბლაუგრანა” სტაბილურად ვერც იგებს და არც აგებს. გუნდი ჩვეულად დამაჯერებლად უკვე საკუთარ კედლებშიც კი ვეღარ გამოიყურება.

თუ ვინმე ვერც იგებს და არც აგებს, უპირველესად “სოსიედადია” – სან სებასტიანელებს ბოლო 6 თამაში ფრედ აქვთ დასრულებული, აქედან 3 შეხვედრა ლა ლიგაზე მოდის.

სან სებასტიანელებმა ესპანეთის ჩემპიონატში ბოლოს სექტემბერში წააგეს, ისიც საკუთარ მოედანზე. მას შემდეგ ზედიზედ 6-ჯერ მოიგეს, შემდეგ კი 3 თამაში ფრედ დაასრულეს. ქულების ბოლო 3 მატჩში დაკარგვის მიუხედევად იმანოლ ალგუასილის გუნდი ლა ლიგაში პირველ ადგილზეა.

დანაკლისი

“ბარსელონაში” ამ მხრივ სიახლე არაფერია. კუმანი ტრავმირებულ ანსუ ფატის, სეჟი რობერტოს, ჟერარ პიკესა და უსმან დემბელეს ვერ დაიხმარს. აქედან უახლოეს მომავალში მხოლოდ დემბელეს დაბრუნებას უნდა ველოდეთ, მაგრამ მისი თავიდან დამტვრევის საშიშროება ყოველთვის არსებობს.

სტუმართა რიგებში კითხვის ნიშნებია. ასიერ ილიარამენდის მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია, მიკელ ოიარსაბალი კი ნოემბრის შემდეგ უთამაშებელია. დღევანდელი მატჩის განაცხადში ორივე მათგანი მოხვდა. სტუმართა მწვრთენლი ირწმუნება, რომ არცერთი არ ითამაშებს. მათი განაცხადში მოხვედრის მიზეზი ისაა, რომ გუნდი ბარსელონადან პირდაპირ ვალენსიაში მიემგზავრება, სადაც ეს მოთამაშეები საჭირონი იქნებიან. ვინ იცის, იქნებ იმანოლ ალგუასილი რონალდ კუმანს მახეს უგებს.

ბასკებს მიგელ ანხელ მოია, ხონ გურიდი და ლუკა სანგალი არ ეყოლებათ, მაგრამ მიმდინარე სეზონის გათვალისწინებით ეს დიდი დანაკლისი არაა. სამაგიეროდ დიდი დანაკლისია ძირითადი ცენტრალური მცველის, არიც ელუსტონდოს არყოფნა.

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებში “ბარსას” დიდი უპირატესობა აქვს, რისი მიზეზიც “სოსიედადთან” “კამპ ნოუზე” შესანიშნავად თამაშია. სან სებასტიანელებს კატალონიაში ისტორიაში სულ 3 მოგება აქვთ – 1979, 1986 და 1991 წლებში. თითქმის 30 წელია “სოსიედადს” “კამპ ნოუზე” არ მოუგია, 1996 წლიდან მოყოლებული კი უკლებლივ ყველა შეხვედრას აგებს.

სულ ჩატარებული 181 თამაშიდან 105 “ბარსელონამ” მოიგო, 40 ფრედ დასრულდა, ხოლო 36-ჯერ “სოსიედადმა” იმარჯვა.  ბურთების შეფარდება – 371-183.

88 საშინაო შეხვედრიდან “ბლაუგრანამ” 75 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.

არბიტრი

შეხვედრას 37 წლის ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის, რომლისთვისაც არც “ბარსელონაა” ახალი და არც “სოსიედადი”.

“ბარსელონას” შეხვედრაში მარტინესმა 20-ჯერ იმსაჯა. კატალონიელებმა 15-ჯერ მოიგეს (75%), 2-ჯერ ფრედ ითამაშეს (10%) და 3-ჯერ წააგეს (15%). მან “ბარსელონას” ფეხბურთელი მოედნიდან ერთხელ გააძევა (ლანგლე), მეტოქე ფეხბურთელი კი 4-ჯერ. მარტინესმა “ბლაუგრანას” სასარგებლოდ 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო მეტოქის სასარგებლოდ 3.

“სოსიედადს” სანჩეს მარტინესის მონაწილეობით გამართულ 14 დაპირისპირებაში 5 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება დაუგროვდა. 37 წლის არბიტრმა სან სებასტიანელი ფეხბურთელები მოედნიდან 2-ჯერ გააძევა, მეტოქე კი არცერთხელ. მან ბასკების სასარგებლოდ 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მათ კარში კი – 7. ამდენი პენალტი მარტინესს არცერთი სხვა გუნდის კარში არ დაუნიშნავს.

გამორჩეული ფეხბურთელი

დღევანდელი თამაში განსაკუთრებული იქნება ანტუან გრიზმანისთვის, რომელმაც ფეხი სწორედ “სოსიედადში” აიდგა. ანტუანი თავის სან სებასტიანურ კარიერაზე ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

გრიზმანი “სოსიედადის” პირველ გუნდში 2009-2014 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც “ატლეტიკოში” გადავიდა. ბასკურ გუნდში მან 202 თამაში ჩაატარა, 52 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება “სოსიედადის” წინააღმდეგ სტატისტიკას – 12 თამაში, 8 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი, 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. “ბარსელონას” მაისურით გრიზმანი “სოსიედადს” 2-ჯერ დაუპირიპირდა. ამ ორ მატჩში მან 1 გოლის გატანა მოახერხა.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსელონამ” “სოსიედადთან” “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 24 თამაში მოიგო;
  • “ბარსელონამ” ლა ლიგაში “კამპ ნოუზე” ჩატარებული ბოლო 37 თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო;
  • “რეალ სოსიედადმა” ლა ლიგის ბოლო 3 თამაში ფრედ დაასრულა;
  • “სოსიედადის” მიერ ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში 3 გოლზე ნაკლები გადიოდა;
  • “სოსიედადს” ლა ლიგის ბოლო 9 გასვლით თამაშში წაგება არ აქვს.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი

“სოსიედადი დიდებული კლუბია, მათ სათამაშო სტილს ვაღმერთებ. მოედანზე თავდაჯერებულები უნდა გამოვიდეთ და დიდი ზიანი მივაყენოთ.

წლის დასრულებამდე დარჩენილი ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, რომ ტიტულისათვის ბრძოლას არ გამოვეთიშოთ.

რონალდ კუმანის კომენტარი სრულად.

იმანოლ ალგუასილი

მესის დაღმასვლა? ამ აზრს არ ვეთანხმები. ყოველთვის ერთნაირ მესის ვხედავ, მას, ვინც ჩემპიონატში სხვაობას ქმნის. როგორც კი ის გამოიღვიძებს, “ბარსელონას” შემჩერებელი აღარავინ იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, მესი, კოუტინიო.

სოსიედადი (4-3-3): რემირო, გოროსაბელი, სუბელდია, ნორმანდი, მონრეალი, სილვა, სუბიმენდი, მერინო, პორტუ, ხოსე, იანუზაი.

Sportsmole

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, პედრი, კოუტინიო, მესი.

სოსიედადი: რემირო, გოროსაბელი, ნორმანდი, სანანი, მონრეალი, მერინო, სუბიმენდი, პორტუ, ლოპესი, იანუზაი, ხოსე.

SofaScore

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, კოუტინიო, გრიზმანი.

სოსიედადი (4-2-3-1): რემირო, გოროსაბელი, ნორმანდი, სუბელდია, მონრეალი, მერინო, გევარა, იანუზაი, სილვა, ბარენეჩეა, ხოსე.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-2
  • Sportsmole: 1-1

ტრანსლაცია

თამაში 00:00 საათზე დაიწყება, მის ტრანსლაციას სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 06:36
    #17

    ციტატა: azulgerana
    "სოსიედადს" ბოლო 6 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს


    Ohio State University of o

  • azulgerana
    schedule 15 აგვ 2021, 20:11
    #16

    "სოსიედადს" ბოლო 6 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს

  • nika 54
    schedule 15 აგვ 2021, 14:10
    #15

    წარსულში ვერ ვიცხოვრებთ. მესი ყველას მოგვენატრება, მაგრამ ასეთებიც ხდება.
    ხო სუარესი რო გააგდე, მაშინაც ასე ამბობდი, და იმიტომ დაიხუნძლე ტიტულებით.

  • nikusha
    schedule 15 აგვ 2021, 12:25
    #14

    ნეტუ
    ემერსონი-არაუხო-პიკე-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    ბრაითვაიტი-გრიზმანი-დეპაი

    ბრაითვაიტი-დემირი
    ემერსონი-დესტი
    დე იონგი-პედრი
    .ბუსკეტსი-კოუტინიო
    გრიზმანი-მანაი

  • El Guaje
    schedule 16 დეკ 2020, 18:32
    #13

    ვიგებთ დღეს ბიჭებო ვიგებთ !

  • axalibarca
    schedule 16 დეკ 2020, 15:13
    #12

    გრიზმანი ბრაიტვეიტი მესი
    პედრი პუჩი
    დე იონგი
    ალბა უმტიტი (მინგესა) არაუხო დესტი
    ტერ შტეგენი
    მე ასეთ სასტავს ვათამაშებდი . კოუს მეორე ტაიმში დაღლილ სასტავთან უფრო გაუადვილდება თამაში

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2020, 14:01
    #11

    ციტატა: BARCELONA FOREVER
    უეჭველი მოსაგებია გრიზმანმა უნდა შეაგდოს დღეს მესი ისედაც შეაგდებს :დ


    მესიმ აუცილებლად უნდა გაიტანოს, სირცხვილია უკვე აი გუშინ ბენზემამ ორი ბურთი გაუტანა ატლეტიკს და გადაასწრო მესის.

  • Ani benzo
    schedule 16 დეკ 2020, 13:46
    #10

    Dges mec barcasken var, qulebi unda dakargos sociedadma

    ციტატა: M10 S9 D11
    ბიჭო გამაგიჟებს ეს კაცი კოუტინიოს რა უნდა ფლანგზე ამოაგდე ეს დედა მიცენზურებული ბუსკეცი დააყენე დე იონგი საყრდენზე და დაწიე კოუტინიო უკან გრიზმანი ისევ ფლანგზეა დააყენე ბრაიტვაიტი და გრიზმანი წინ უკან მესი და მორჩა ბაზარი ასე ძნელია ამის მიხვედრა???


    Geniosi xar temo, sacodeobaa sheni nichis barcamaniaze gaflangva

  • M10 S9 D11
    schedule 16 დეკ 2020, 13:35
    #9

    ბიჭო გამაგიჟებს ეს კაცი კოუტინიოს რა უნდა ფლანგზე ამოაგდე ეს დედა მიცენზურებული ბუსკეცი დააყენე დე იონგი საყრდენზე და დაწიე კოუტინიო უკან გრიზმანი ისევ ფლანგზეა დააყენე ბრაიტვაიტი და გრიზმანი წინ უკან მესი და მორჩა ბაზარი ასე ძნელია ამის მიხვედრა???

  • El pistolero 9
    schedule 16 დეკ 2020, 13:33
    #8

    ფორმაცია 4-3-3
    ტერ შტეგენი
    დესტი არაუხო უმტიტი ალბა
    პიანიჩი დეიონგი კოუტინიო
    გრიზმანი მესი ბრაიტვაიტი

  • Albicelecte
    schedule 16 დეკ 2020, 13:08
    #7

    ისაკი და დავიდ სილვა არ ეყოლებათ
    არც ოირასაბალი და ვილიან ჟოზე

    და მაინც, მოგების მერე კუმანი იტყვის რა გინდათ, ხომ მოვიგე ტო? მაგარი ვყოფილვარო barca-7

  • BARCELONA FOREVER
    schedule 16 დეკ 2020, 12:11
    #6

    უეჭველი მოსაგებია გრიზმანმა უნდა შეაგდოს დღეს მესი ისედაც შეაგდებს :დ

  • AGU3RO
    schedule 16 დეკ 2020, 11:27
    #5

    აუცილებელი 3 ქულაა საჭირო

  • axalibarca
    schedule 16 დეკ 2020, 10:58
    #4

    კუმანმა სათამაშო სქემა და სასტავი თუ არ შეცვალა არაფრის იმედი არ მაქვს სამწუხაროდ .

  • Sergio5
    schedule 16 დეკ 2020, 10:52
    #3

    გრიზიმ ლიონს რო გაუტანა მაკრატელა ლიგის პლეი-ოფში იმის მერე დამევასა ძაან და იმ სეზონში სოსიედადის თამაშებს მარტო ამის გამო ვუყურებდი ხოლმე

    ნეტა ის გრიზმანი გადმოსულიყო პირდაპირ ბარსაში

  • Andria
    schedule 16 დეკ 2020, 10:32
    #2

    უნდა მოვიგოთ აღარაა დასაკარგი ქულები

  • ANSU FATI 10
    schedule 16 დეკ 2020, 10:12
    #1

    ფრეა ეს თამაში1000000%