სერხიო ბუსკეტსი მნიშვნელოვანი მიღწევის ზღვარზეა. “ბარსელონას” მაისურით მოედანზე კიდევ ერთხელ გასვლის შემდეგ, ესპანელი ნახევარმცველი “ბლაუგრანას” შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კარლეს პუიოლს გაუთანაბრდება.
“ბარსას” ლეგენდარულ კაპიტანს მონაწილეობა ყველა ტურნირზე 593 თამაშში აქვს მიღებული, ბუსკეტსს კი ამ შედეგის გამეორება დღესვე შეეძლება – რონალდ კუმანის გუნდი ლა ლიგის მე-13 ტურში “კამპ ნოუზე” “ლევანტეს” უმასპინძლებს.
ოფიციალური მატჩების რაოდენობით კლუბის ისტორიაში პირველ ადგილზე ჩავი ერნანდესია (767), სამეულში კი ლიონელ მესი (745) და ანდრეს ინიესტა (674) შედიან.




ამის მზე ჩაესვენა.
ძაან მოუკლო იმედია შევა ფორმაში
საჭირო დროს, საჭირო ადგილას რომ დააყენებ, ეს სტრატეგიაა ყველაზე უფრო სწორი
სერ ალექსი აკეთებდა ეგრე
40 წელს მიტანებულ გიგზს, სქოულზს ათამაშებდა და შედეგს დებდა
ეჰ პუიოლი გვყავდეს ნეტა ეხა დაცვაში ნამდვილი კაპიტანი
რა თაობა ეჰ , არასდროს განმეორდება.
მოკლედ მე თუ მკითხავ სრულად ახალგაზრდებით უნდა გავიტანოთ თავი, თუნაც შედარებით ცუდი შედეგების ხარჯზე, ესენი სკამზე უნდა გაავსვათ რაც შეიძლება მალე, 0-ია ამათი მოტივაცია.
პუჩი თუ არ იყო ძირითადში კუმანს ცულით ავკუწავ 😂
დღეს ამას და დე იონგს ერთად დააყენებს და ნერვებს დამაწყვიტას ხო ვიცი არა
ძალიან მოუკლო
პეპის აღმოჩენაა ბუსი. მერე მავანნი გამოდიან და რაიკარდის აწყობილი გუნდი დახვდაო 😂 რანაირად იყო აწყობილი როცა ბოლო სეზონში გუნდს დედა აღარ ჰყავდა ზუსტად იმიტომ გაუშვეს და პეპს მისცეს შანსი. მაგრად არ მაინტერესებს სხვისი აზრი, აი გვარდიოლამ ტიტული რო ვეღარ დადოს მაინც საუკეთესო მწვრთნელი იქნება ჩემთვის. მან ფეხბურთი მწვერვალზე აიყვანა.
თუ ლეო დარჩება ჩავის რეკორდსაც მოხსნის.პელეს ახალწლამდე უნდა დაუსამაროს რეკორდი.ბუსი კიდე ალბათ გადაასწრებს პუიოლს.იმედია კუმანი ისევ დეიონგი-ბუსკეცს არ დაგვიბრეხვებს ცენტრში.4-3-3!!!ნეტა პუჩი-დეიონგი-პედრი დააყენოს