workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Barcamania-ზე კომენტარების კონკურსი იწყება

Barcamania-ზე კომენტარების კონკურსი იწყება

როგორც ნოემბრის ვიქტორინის გამარჯვებულის გამოცხადების დროს დავაანონსეთ, დეკემბერში პრიზებს ახალი ფორმატით გავათამაშებთ. საუბარი კომენტარებზე გვაქვს.

ამ თვეში გვექნება სატესტო გათამაშება – კომპანია GL Sport-ის მიერ დაწესებულ პრიზს, “ბარსელონას” მაისურს მიიღებს ის მომხმარებელი, რომელსაც დეკემბრის განმავლობაში ყველაზე მეტი კომენტარი ექნება დაწერილი. მე-2 და მე-3 ადგილზე გასული მომხმარებლები მიიღებენ ანდრეს ინიესტასა და ლუის სუარესის ავტობიოგრაფიულ წიგნებს.

გათამაშების ამ ტიპის დამატება გამოიწვევს იმას, რომ ამიერიდან ადმინისტრაცია ყველა კომენტარს შეამოწმებს. წაიშლება ყველა ის კომენტარი, რომლის დაწერის მიზანიც მხოლოდ გათამაშებაში მონაწილეობა იქნება, იგივეს ხშირად გამეორების შემთხვევაში კი ავტორი დაისჯება.

ასევე გაეცანით ინფორმაციას ჩვენი სხვა გათამაშებების შესახებ.

გათამაშების წესები:

  • გათამაშება იმართება მხოლოდ “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ჩვენს საიტზე;
  • ყველა ის კომენტარი, რომლის დაწერის მიზანიც მხოლოდ გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაა, წაიშლება, ხოლო მსგავსი ფაქტის რამდენჯერმე გამეორების შემთხვევაში, ავტორი დაისჯება;
  • პირველ ადგილზე გასულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (25)

  • Le0_Barca
    schedule 13 დეკ 2020, 01:44

    მშვენიერია, იმედია ხშირი იქნება ასეთი გათამაშებები

  • გიგა ინასარიძე
    schedule 12 დეკ 2020, 23:08

    ვისკა ბარსა <3

  • გიგა იმერლიშვილი
    schedule 11 დეკ 2020, 22:09

    ბრავო, ძალიან მაგარია❤ წარმატებები

  • Ni ni
    schedule 11 დეკ 2020, 21:46

    მართლაც რომ საინტერესო შემოთავაზებაა, წარმატებები მეგობრებო heart_eyes

  • visca Barca i visca catalonia
    schedule 11 დეკ 2020, 16:11

    კარგი წამოწყებაა😍