ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

ხუთშაბათს, “უეფას” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 2013 წლის “ჩემპიონთა ლიგის” ფინალურ ეტაპს კვლავ ლონდონი უმასპინძლებს…

 

2013 წლის “ჩემპიონთა ლიგის” ფინალს “უემბლი” უმასპინძლებს. ეს ინფორმაცია ცნობილი გუშინ გახდა. მოგეხსენებათ ეს სტადიონი კატალონიელებისთვის ცუდ მოგონებებს არ უკავშირდება – 1992 და 2011 წლებში, ამ სტადიონზე ბლაუგრაელებმა “ჩემპიონთა ლიგის” თასი აღმართეს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმით იქნა გამოწვეული, რომ “ფეხბურთის ასოციაციას” (FA) 150 წელი უსრულდება. ეს ფეხბურთის უძველესი ფედერაციაა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ფინალურ ეტაპს მიუნხენი უმასპინძლებს.

 

ლონდონის გარდა, ამსტერდამი და პრაღა ის ქალაქებია, რომლებიც 2012 წელს ევროპულ ფინალებს უმასპინძლებენ. ამსტერდამი “ევროპა ლიგის” თასის ფინალის მასპინძლად მოგვევლინება, ხოლო პრაღა “ევროპის სუპერ თასს” გაუმასპინძლდება. 1998 წლიდან, ეს უკანასკნელი გათამაშება მონაკოში ტარდებოდა–ხოლმე, თუმცა როგორც ხედავთ, ტრადიცია იცვლება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში