ვალდესი: ”არ მაინტერესებს რას ამბობენ მადრიდში”

ვალდესი: ”არ მაინტერესებს რას ამბობენ მადრიდში”

    გუშინ ვიქტორ ვალდესი თავის მშობლიურ ქალაქ – გავაში იმყოფებოდა. მას გადაეცა ქალაქის ნომერ პირველი სპორტსმენის ჯილდო, რომლის მიღების გამო ვიქტორი ძალიან ბედნიერი ჩანდა.მან ემოციურად უყურა ვიდეოს, რომელშიც ასახული იყო მისი ცხოვების საუკეთესო მომენტები. ამ ყველაფრის შემდეგ ”ბარსას” გოლკიპერმა კომენტარი გააკეთა სანდრო როსელის სიტყვებზე: ”პრეზიდენტი თავის საქმეს აკეთებს, ის ყოველთვის გვერდში გვიდგას და იცავს ჩვენს ინტერესებს. მას პასუხი აუცლებლად უნდა გაეცა მდრიდელთათვის, რადგან მათ ძალიან ბევრი ისეთი რამ თქვეს, რაც არ უნდა ეთქვათ. მე არ მაინტერესებს რას ამბობენ მადრიდში, ჩემთვის მთავარი ფეხბურთის თამაში და გამარჯვებაა. ეს სეზონი ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ჩემს კარიერაში”. 

   ვიქტორმა სესკ ფაბრეგაგის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც ისაუბრა: ”უკვე რამდენიმე წელია, რაც ბარსელონაში სესკის ტრანსფერზე საუბრობენ. სამწუხაროდ ეს საკითხი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ფაბრეგასი შესანიშნავი ფეხბურთელია და ის ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად პოზიტიური შენაძენი იქნება. სესკი ძალიან ჰგავს ჩავის და ინიესტას”.

ვალდესმა საუბარი სამადლობელი სიტყვებით დაასრულა: ”მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. აქვე არ მინდა დავივიწყო ის ადამიანები, რომლებიც დამეხმარნენ გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი. ძალიან ამაყი ვარ, რადგან თქვენ ამირჩიეთ ქალაქის საუკეთესო სპორტსმენად. ყველას დიდი მადლობა!”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი