ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის, ბოიან კრკიჩის აგენტი ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “რომა” დაინტერესებულია სერბი წარმოშობის ფეხბურთელის ყიდვით, რომელიც არცთუ ხშირად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. იტყობინება “ევროსპორტი”.
“ბოიანისთვის აუცილებელია სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ “ბარსელონაში” მან ფეხი ვერ მოიკიდა, რადგანაც გუნდში უამრავი ვარსკვლავია. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავარკვიოთ ყველაფერი ხელმძღვანელობასთან. არ მგონია, რომ “რომასა” და “ბარსელონას” საერთო ენის გამონახვა გაუძნელდეთ ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში. თვითონ ბოიანს კი ძალიან მოსწონს “რომაში” გადასვლის ვარიანტი. სავარაუდოდ მისი წასვლის შემთხვევაში არენდასთან გვექნება საქმე, რომლის გამოსყიდვაც “რომას” თავისუფლად შეეძლება”. დაასრულა ზორან ვეკიჩმა.


