კარლეს ტუსკეტსი: “კამპ ნოუ” ფაქტობრივად დანგრევის პირასაა

კარლეს ტუსკეტსი: “კამპ ნოუ” ფაქტობრივად დანგრევის პირასაა

“ბარსელონას” პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლეს ტუსკეტსმა, RAC1-თან ინტერვიუში კატალონიელთა საშინაო არენის პრობლემატურ საკითხზე ისაუბრა:

“კამპ ნოუ” ფაქტობრივად დანგრევის პირასაა და აუცილებლად უნდა რესტავრირდეს.”
“ჭერიდან მცირე ნაწილები ცვივა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს კლუბის წევრების ამ ნაწილებით დაზიანება კი ნამდვილად არ გვსურს.”

კლუბის ხელმძღვანელობა “კამპ ნოუს” რესტავრაციას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და ამ რეფორმას “ესპაი ბარსას” სახელწოდებით აყალიბებდა. ფინანსური კრიზისისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო აღნიშნულმა პროექტმა დროებით გადაიწია.

ამავე ინტერვიუში ტუსკეტსმა აღიარა, რომ “ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მესის გაყიდვას თავად მხარს დაუჭერდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • me da barca
    04 დეკ 2020, 19:02

    იმ გნიდა ბართომ ხომ გაარემონტა, მე მაგის აფერისტი დდ…

  • nika 54
    04 დეკ 2020, 18:18

    არვიცი ეს რას ამბობს, შარშან ვიყავი კამ ნოუზე და ასე ერთ წელში რამ დაანგრია?

  • Aleqsi
    03 დეკ 2020, 22:18

    ფულიც არაა რითი უნდა გააკეთონ