“ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი, რომლის მომავალი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, შესაძლოა, “ჩელსის” რიგებში ვიხილოთ.
ლონდონელთა ინტერესს Goal გილემ ბალაგეს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მესის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან მომდევნო ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა 33 წლის ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება იანვარშიც შეუძლია.
არგენტინელის მთავარი მსურველი “ჩელსისთან” ერთად “მანჩესტერ სიტია”, რომელსაც “ბარსას” ექს-მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა წვრთნის.




El pistolero 9,
მეც ეგრე მგონია ჩელსი არა კრასნოდარი კიდე :დ
ლაპორტა მოვა,მესი გაახანგრხლივებს და მორჩება კონცერტი