კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, მარტინ მონტოია, უკამყოფილოა იმ ფაქტით, რომ კლუბის მესვეურები და სამწვრთნელო შტაბი აპირებს კანტერანოების ტრანსფერებში გამოყენებას. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
საქმე ისაა, რომ კატალონიელებს ძალიან უჭირთ სასურველი ფეხბურთელების შეძენა და ამიტომ კანტერანოების დახმარებას აპირებენ ამ საქმეში, სადაც მარტინის გვარმაც გაიჟღერა.
“ხმები დადის იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანსფერებში უნდა გამოგვიყენონ მე, ბოიან კრკიჩი და ტიაგო ალკანტარა. ეს ყველაფერი ნამდვილად არ მოგვწონს არცერთ ჩვენთაგანს. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენით სხვადასხვა კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა სხვა ფეხბურთელის ტრანსფერში “ხურდად” გიყენებენ”. დაასრულა მარტინ მონტოიამ.



