workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ექიმი: უახლოეს 6 თვეში პიკეს დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება

ექიმი: უახლოეს 6 თვეში პიკეს დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება

ცნობილი ექიმი რამონ კუგატი ჟერარ პიკეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 33 წლის ფეხბურთელს მოედანზე 6 თვეზე ადრე დაბრუნება ძალიან გაუჭირდება.

პიკემ ტრავმა “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. მას მუხლის მყესები აქვს დაზიანებული, რის გამოც ჟერარმა, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.

უპირველესად ზუსტი დიაგნოზის დასმაა საჭირო. თუმცა უახლოეს 6 თვეში ჟერარის დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება.

ჯვარედინა მყესებთან სიფრთხილეა საჭირო. ასევე საქმე გვაქვს სხვა მყესების დაზიანებასთანაც. მუხლში სითხე არაა, რის გამოც ოპერაციის გარეშე მკურნალობა შესაძლებელია.

ჩვენი მიზანია მუხლი სტაბილურ მდგომარეობას დავუბრუნოთ. გასათვალისწინებელია ფეხბურთელის ასაკიც. საბოლოოდ ის თავად გადაწყვეტს, გაიკეთოს თუ არა ოპერაცია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Barca1899
    schedule 24 ნოე 2020, 20:45
    #7

    დაასრულოს კარიერა და პრეზიდენტობისთვის იყაროს კენჭი. უკონკურენტოდ გაიმარჯვებს🙄 6თვეში თუ ვერ ბრინდება ფაქტიურად სანამ თამაშის ნებართვას მიიღებს სეზონი დასრულდება.

  • CuleTillIDie
    schedule 24 ნოე 2020, 20:21
    #6

    სეზონის ბოლოს თუ დაბრუნდა გამოსამშვიდობელი მატჩი ჩაატაროს, ცვლილებაზე გამოსვლით ბოლომდე თუ ვერ ითამაშა და წავიდეს. მადლობა ყველაფრისთვის ჟერარ, მაგრამ ამ ეტაპზე კლუბს სხვა პოზიციაზე უფრო დაეხმარები ;))

  • ROUCH
    schedule 24 ნოე 2020, 19:47
    #5

    რამის მოატეხა ფეხი იმ დადა მისექსილმა თორე მშვენიერ ჯანზე იყო არაფერს უჩიოდა

  • Visca el barca
    schedule 24 ნოე 2020, 17:24
    #4

    თვითონ არ აპირებს წასვლას და აგერ ორგანიზმსაც გაუწყალა გული უკვე )

  • Soxa
    schedule 24 ნოე 2020, 17:21
    #3

    სჯობს დაამთავროს კარიერა და პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი.

  • Flying Johan
    schedule 24 ნოე 2020, 17:20
    #2

    ეუფ ამას კარიერა დაუსრულებია და ეგაა

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 24 ნოე 2020, 16:55
    #1

    ამან ამ 6 თვიანი უქმობით თავის თავს დაუსვა წერტილი თორე ჩვენთვის 3 წელია დასმული აქ ამის კარიერას წერტილი.დიდი მადლობა პიკე რაც გააკეთე კლუბისთვის.🤝🙋‍♂️კარგად ბრძანდებოდეთ