ზუსტად 143 წლის წინ, 1877 წლის 22 ნოემბერს “ბარსელონას” დამაარსებელი ჟოან გამპერი დაიბადა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა “ბაზელში” დაიწყო, საიდანაც შემდეგ “ექსელსიორში” და “ციურიხში” გადავიდა. “ბარსელონას” დამაარსებელმა ასევე ფრანგულ “ლიონში” ითამაშა. 1898 წელს ის ბარსელონაში გადასახლდა, სადაც მალევე დაიწყო საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება. 1899 წლის 22 ოქტომბერს მან გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერდა, რომ ეძებდა ადამიანებს, რომლებიც საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდნენ.
ამ განცხადების გავრცელებიდან ძალიან მალე, 29 ნოემბერს ჟოან გამპერი ხვდება 11 ადამიანს, ესენი არაინ: უალტერი ვილდი, ლუის დეოსო, ბართომეუ ტერადესი, ოტო კუნზლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკა, პედრო კაბოტი, კარლოს პუჟოლი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და ვილიამ პარსონსი. საერთო ჯამში 6 კატალონიელი და 6 უცხოელი. საფეხბურთო კლუბ ბარსელონას დამაარსებელი სხდომა 1899 წლის 29 ნოემბრის 9 საათზე დაიყო, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.




კარლოს პუჟოლი, კარლეს პუიოლის ბაბუა ხო არ იყო ?
წუხელ საფლავში გადაბრუნდა კაცი😁😂😂😂