Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ხავიერ ტებასმა “ბარსას” ფინანსურ კრიზისზე ისევ ისაუბრა და კლუბის ყოფილი პრეზიდენტი დაიცვა.
“ბარსელონას” პრობლემა ბართომეუ ან მმართველი საბჭო არ ყოფილა. მთავარი პრობლემა სწორედ პანდემია იყო. როდესაც საქმეში ასეთი მძლავრი გარე ფაქტორი ერთვება, რთულია განსაზღვრო რა გაკეთდა უკეთესობისაკენ და რა არა. წინა მენეჯმენტს თავისი მიზანი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ არ გამოუვიდათ.”
“ვერ ვიტყვი, რომ კლუბი არამართებულად მოიქცა. პანდემიის არარსებობის შემთხვევაში, ხელფასების შემცირების საკითხი არ წამოიჭრებოდა. “ბარსელონას” საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს. თუნდაც მუზეუმი, რომელსაც კატალონიაში ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს.”
ხელფასების შესამცირებლად კონსესუსის მისაღწევად ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა მესამედ 23 ნოემბერს შეიკრიბებიან. მიზანი სახელფასო ფონდის 191 მილიონამდე შემცირება იქნება.




ხო აბა ახლა მაინც ტებასი ხარ და არ მიკვირს შენგან რომ ოთხთვალას იცავ…
ბართომეუ არა ბებიაჩემის ბრალია ბებიაჩემის
წადი შენი მადრიდისტა დედაც. საერთოდ შენი მო*ესლილია ის აჩკარიკა მემგონი იმდენჯერ დაიცავი უკვე