“მანჩესტერის” ვარსკვლავი: ჩემი კუმირები რონალდინიო და ინიესტა იყვნენ

“მანჩესტერის” ვარსკვლავი: ჩემი კუმირები რონალდინიო და ინიესტა იყვნენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერი ბრუნუ ფერნანდეში მის ბავშვობის კუმირებს შორის “ბარსას” ლეგენდებს, რონალდინიოსა და ანდრეს ინიესტას ასახელებს.

პირველი ფეხბურთელი, რომლის თამაშიც ბავშვობაში ძალიან მომეწონა, რონალდინიო იყო. მას ჰქონდა ისეთი მაგია, როგორიც სხვას არავის. ის ყველაფერს ღიმილით ხვდებოდა. მის წინააღმდეგ უხეშობის დროსაც კი იცინოდა. მეტოქეს ბურთს ფეხებშუა გაუტარებდა და იცინოდა. იგებდა – იცინოდა. თუ აგებდა, მაშინაც კი იცინოდა.

რონალდინიო იყო ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებითაც სიამოვნება უნდა მიგეღო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან როდესაც ბავშვი ხარ, გართობა გინდა. და როდესაც რონალდინიოს უყურებდი, ხვდებოდი, თუ რას ნიშნავდა ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება.

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩემ პოზიციაზე ყველაზე მეტად მომწონდა, ანდრეს ინიესტაა. ჩემთვის, ის საუკეთესოა. ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონს.

 – აცხადებს “იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას ბრუნუ, რომელმაც მის კუმირებს შორის ასევე კრიშტიანუ რონალდუ, ზინედინ ზიდანი და ანდრეა პირლო დაასახელა.

გასულ იანვარში “ბარსელონა” ბრუნუ ფერნანდეშის ლისაბონის “სპორტინგიდან” შეძენას ცდილობდა, მაგრამ კატალონიელებმა “მანჩესტერთან” კონკურენცია წააგეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • Iniesta. And messi
    17 ნოე 2020, 10:30

    არ იცის ბრუნომ. ვეთანხნები მეც