workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ნეიმარი 100 მილიონად

Sport: ნეიმარი 100 მილიონად

კატალონიური Sport-ის ახალ გამოცემაში ვკითხულობთ, რომ თუ “ბარსელონა” ნეიმარისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს, ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა 100 მილიონ ევროდ შეეძლება.

“პარი სენ-ჟერმენი” 28 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, რომელიც ფრანგულ კლუბში სარეკორდო ფასად გადავიდა, წინა სატრანსფერო ფანჯარაზე 100 მილიონზე ბევრად მეტს ითხოვდა. Sport-ის ცნობით, ამჯერად პსჟ-ს დათმობაზე წასვლა მოუწევს, რადგან ნეიმარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს და აზრის შეცვლას არ აპირებს. 

ყველაფერი “ბარსელონას” ახალ ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, რომელიც იანვარში დაინიშნება. ნეიმარის დაბრუნებისთვის აუცილებელია, კლუბმა სულ მცირე ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაყიდოს. 

აღსანიშნავია, რომ “კამპ ნოუზე” დაბრუნების სურვილის მიუხედავად, ნეიმარი კლუბის წინააღმდეგ მორიგ სამართლებრივ დავას იწყებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • Bakero
    schedule 16 ნოე 2020, 01:46

    გრიზმანში გაგვიცვალონ

  • mesi_10
    schedule 14 ნოე 2020, 20:14

    გამორიცხულია ასეთი კრიზისის დროს 100 კი არა 10 მილიონის ტრაკიც არ აქვთ რო გადაიხადონ გუნდი გაკოტრების პირას არის და პლიუს ანსუ ფატის და მესის გარდა არცერთი სხვა ფეხბურთელი არ ღირს 100 მილიონი რომ ვთქვათ გაყიდონ და ამით კარგათ იხეირონ მითუმეტეს არცერთი გუნდი არ გადაიხდის ბარსას კონკრეტულათ რომელიმე ვარსკვლავში ამხელა თანხას, ფატი და მესი არ ითვლება.

  • nika 54
    schedule 14 ნოე 2020, 18:32

    მერე გუნდის წინააღმდეგ კი არა, ბართოს წინააღმდეგ იწყებს დავას. და ესეც ამათ დაიწყეს, 10 მილიონი ხურდაში "გადაგაყოლეთო" როგორია.

    ციტატა: nika 54
    მერე გუნდის წინააღმდეგ კი არა, ბართოს წინააღმდეგ იწყებს დავას. და ესეც ამათ დაიწყეს, 10 მილიონი ხურდაში "გადაგაყოლეთო" როგორია.


    ისე მათლაც გრიზმანში არ გაგვიცვლიან?

  • NeymardaSilva
    schedule 14 ნოე 2020, 15:31

    გრიზმანს გაასხმევინონ და ეს მოიყვანონ, 1 წლით პატარაა და რამდენი თავით მაღლა დგას ნემო მთელ ახლანდელ ბარსას ფეხბურთელებზე კი იცით ალბათ

  • ANSU FATI 10
    schedule 14 ნოე 2020, 15:24

    გრზმანი,დემბელე,უმტიტი +40მლნ და მაიტათ

    ესენი ეხა ფატიზე დაგვიწყებენ ჩალიჩს გავცვალოთო.

  • El pistolero 9
    schedule 14 ნოე 2020, 13:59

    რა 100მილიონი დეპაიში 12 ვერ გადაიხადეს.500მილიონი ვალი აქვს კლუბს და ხელფასს ვერ უხდის ფეხბურთელებს

  • nikusha
    schedule 14 ნოე 2020, 13:59

    გრიზმანი და უმტიტი ან გრიზმანი და 40 მლნ

  • Gito
    schedule 14 ნოე 2020, 12:58

    მისცენ გრიზმანი უმტიტი და ეგარიი )) მიუყოლონ რობერტოც :დდ

  • M10 S9 D11
    schedule 14 ნოე 2020, 12:32

    ტრუსიკის საყიდელი ფული არ აქვს გუნდს რაის 100 მილიონი

  • davidus2020
    schedule 14 ნოე 2020, 11:33

    ახალი ოპერა, რა ნეიმარი, ასი მილიონი ,ხალხს ხელფასებს ვერ უხდიან

  • Wtf man
    schedule 14 ნოე 2020, 11:26

    გრიზმანი და 40 მილიონი მიცენ