workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსია: ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ  “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ვარ

ერიკ გარსია: ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ვარ

“ბარსელონას” ერთ-ერთმა მთავარმა სატრანსფერო სამიზნემ, ერიკ გარსიამ, რომლის შეძენასაც კლუბი უფასოდ აპირებს, CityXtra-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ესპანელი ცენტრალური მცველი მის მიმართ კატალონიელთა ინტერესზე, გარსიამ უპასუხა:

“ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ვარ. ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს. ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მათ ჩემზე გარკვეული ავანსები გასცეს. ასევე მადლიერი ვარ პეპის, ის მე მენდო და თავდაჯერება შემმატა, სხვას ვერაფერს დავამატებ.

მიმდინარე სეზონში ერიკი არცთუ ისე ხშირად გვევლინება “სიტის” მატჩებისას მოედანზე, მაგრამ პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე სრულად ნათამაშები 3 შეხვედრა, 19 წლის ფეხბურთელისთვის მაინც რესპექტაბელური დროა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Ani benzo
    schedule 14 ნოე 2020, 00:34

    Ras erchit icis sadac tamashobs 😂 chkviania

  • Konrad de la Fuente
    schedule 13 ნოე 2020, 23:37

    რუბენ დიაში იყიდეს და ამას მოგვყიდიან იასნია, რა ნახეს უბრალოდ განსაკუთრებული ამ იგროკში? გამოცდილი მცველი იყიდონ ვინმე.