workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო: თუ “ბარსას” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა სურს, 1 ან 2 თავდამსხმელი უნდა შეიძინოს

რივალდო: თუ “ბარსას” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა სურს, 1 ან 2 თავდამსხმელი უნდა შეიძინოს

Betfair-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო, “ბარსელონას” შეტევის პოტენციალზე თავის აზრს აფიქსირებს. 

“ბარსელონას” რომ ფორვარდის შეძენა სჭირდებოდა, ამას მაშინაც ვფიქრობდი, როცა ანსუ ფატი ტრავმირებული არ იყო, ახლა კი მიმაჩნია, რომ ტრანსფერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. 

თუ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლა სურს, ერთი ან ორი თავდამსხმელი უნდა დაიმატოს. 

ბოლო დროს, ანსუს მეტი თავდაჯერება ჰქონდა და გუნდში მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდებოდა, მისი არყოფნა კი მწვრთნელს პრობლემებს შეუქმნის. სეზონის გადამწყვეტი თამაშების მოსაგებად აუცილებელია, რომ კუმანს წინა ხაზზე დიდი არჩევანი ჰქონდეს”. – წერს რივალდო. 

როგორც ცნობილია, ფატი კატალონიურ გუნდს დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 13 ნოე 2020, 19:07

    2 არა 3 თავდამსხმელს იყიდიან. საინტერესოა ამას სავალუტო ფონდი დააფინანსებს? ან იმ ბალასტს რა ვუყოთ არაფერში, რომ იღებენ ხელფასს? რივალდო, რამდენადაც კარგი ფეხბურთელი იყო, ორჯერ მეტი მოლაყბე გამოდგა.

  • ANSU FATI 10
    schedule 13 ნოე 2020, 18:14

    მცველები სჭირდება ამ გუნდს