“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები ქართველ პოლიტიკოსებს მოგაგონებთ ხოლმე – დაპირებები, დაპირებები… ზოგიერთი მათგანი არარეალურიც კი.
ვერ ვიტყვით, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტის მიერ დაპირების შეუსრულებლობა “ბარსას” ცუდად აქვს დაცდილი. მაგალითად 2003 წელს, ლაპორტა პირობას დებდა, ამირჩიეთ და დევიდ ბექჰემს ვიყიდიო. ჟოანმა პირობა ვერ შეასრულა და ინგლისელი “რეალში” გადავიდა, “ბარსას” კი რონალდინიო “შერჩა”.
როგორც ჩანს, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი დაპირება ნეიმარის დაბრუნება იქნება. Sport-ის ცნობით, რამდენიმე კანდიდატი ბრაზილიელს უკვე დაუკავშირდა. კატალონიურ პრესაში იმასაც იწერებიან, რომ ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს.
რამდენად რეალურია შექმნილ ვითარებაში ნეიმარის დაბრუნება? თუ ბრაზილიელი ყველა ხარჯს თავად აანაზღაურებს, შესაძლებელი იქნება, თორემ “ბარსას” არც მისთვის გადასახდელი ხელფასის ფული აქვს და მით უმეტეს, არც პსჟ-სთვის.




ერთი ნეიმარი დაბრუნდება და მეორე მე გავფრინდები კოსმოსში.
რონალდინიო შერჩაო თქვენთანაც წერია?🤣🤣🤦🏻♂️ ბრჭყალებშიც კი მასე არ უნდა დაგეწერა ადმინ😂
"ბარსას" რონალდინიო "შერჩა"?
მაგასშერჩა ჰქვია ? ))))))))))
შერჩა დემბელე, უმტიტი, გრინზმანი . ..
ნეტავი ესენიც რონალდინიოსავით "შეგვრჩეს" 🙂