“ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის პარალელურად, “ბლაუგრანა” შემოსავალს მეორე სპონსორისგანაც კარგავს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” და Rakuten-მა თანამშრომლობა განაახლეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, იაპონური კომპანია “ბარსას” იმაზე ნაკლებს გადაუხდის, ვიდრე მანამდე უხდიდა.
რაკუტენის შემდეგ Beko-ს ჯერიც დადგა. კატალონიის რადიოს ცნობით, “ბარსელონა” საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ თურქულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად “ბარსა” წელიწადში 10-12 მილიონ ევროს მიიღებს. ამჟამინდელი პირობებით ბეკო “ბლაუგრანას” წელიწადში 19 მილიონს უხდის.
ახალი პირობების ამოქმედების შემდეგ “ბარსელონას” ფორმის მარცხენა მკლავიდან წარწერა beko გაქრება
ფეხბურთელებმა უნდა იჯიგრონ