ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სორიანო: “სიამოვნებით გავყვებოდი ლუის ენრიკეს”

სორიანო: “სიამოვნებით გავყვებოდი ლუის ენრიკეს”

“ბარსელონა ბ”–ს თავდამსხმელი, ჯონათან სორიანო, ოცნებობს იმაზე, რომ ლუის ენრიკემ იგი იტალიურ “რომაში” წაიყვანოს.

 

“რომას” ახალმა მწვრთნელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპის საუკეთესო კლუბის დუბლებს წვრთნიდა, განაცხადა, რომ იგი აპირებს რამდენიმე ფეხბურთელის წაყვანას “ბარსელონა ბ”–დან, რათა ახალგაზრდა შემადგენლობით გააძლიეროს იტალიური კლუბი.

 

“დიდი სიამოვნებით გავყვებოდი ლუის ენრიკე იტალიაში”. განაცხადა სეგუნდა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირმა. “მე მისი მადლიერი ვარ, რადგანაც ორი წლის განმავლობაში უდიდესი ნდობა გამომიცხადა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ენრიკეს. დიდი იმედი მაქვს, რომ “რომასთან” ერთად წარმატებას მიაღწევს”. დაასრულა ჯონათან სორიანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში