workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნუ ღელავთ, ჩვენ ყველაფერს მოვიგებთ – რა გავლენა ჰქონდა გუნდზე ანდრეს ინიესტას მოედანს მიღმა

ნუ ღელავთ, ჩვენ ყველაფერს მოვიგებთ – რა გავლენა ჰქონდა გუნდზე ანდრეს ინიესტას მოედანს მიღმა

2008/09 წლების სეზონში “ბარსამ” ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვება მოახერხა. ამის მთავარი მიზეზი პეპ გვარდიოლას მიერ განხორციელებული ნოვაციები იყო. ესპანელი მწვრთნელის მუშაობის პერიოდზე ანდრეს ინიესტას ავტობიოგრაფიულ წიგნში, “შემოქმედი”, ვკითხულობთ.

“ბარსამ” პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, პირველი შეხვედრა “ნუმანსიასთან” 0-1 დათმო, ხოლო შემდეგ “რასინგთან” ფრეს დასჯერდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ანდრეს ინიესტა პეპს მაინც მხარს უჭერდა და მოუწოდებდა, რომ თავისი სათამაშო ფილოსოფიიდან არ გადაეხვია.

“ნუ ღელავთ. ჩვენ ყველაფრის მოგებას შევძლებთ. სწორ გზას ვადგავართ. ასე გააგრძელე, კარგი? ჩვენ ბრწყინვალედ ვთამაშობდით, გთხოვ, არაფერი შეცვალო.”

ინიესტამ მისი სიტყვა უჩვეულოდ, შეძახილით დაასრულა: “გამოფხიზლდით! ამ წელს ყველას გავანადგურებთ!”

თავის მხრივ, პეპმა თავის წიგნში დაადასტურა, რომ ანდრესის გამამხნევებელი სიტყვები მას ძალიან დაეხმარა:

“ანდრესის გამოსვლა ძალიან მძლავრი და მამოტივირებელი იყო. ამას რა დამავიწყებს?”

“მას ახლაც წარმოვიდგენ კარებთან, თუ როგორ დგას, როგორ მიყურებს და თან იგინება.”

საბოლოო ჯამში 2009 წელს “ბარსამ” სექსტუპლი შეასრულა და კლუბის ისტორიაში ალბათ საუკეთესო სეზონიც კი ჩაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • Ronaldinho..
    schedule 07 ნოე 2020, 13:22

    ციტატა: nikusha
    მესი ბუსიკა და პიკე თითქმის ერთ დროს წავლენ ასევე ხორდი ალბაც

    მომავალი კაპიტანი ტერ შტეგენია!

    და მაშინ კაპიტნები იქნებიან:

    1. სერჟი რობერტო
    2. ტერ შტეგენი
    3. ანსუ ფატი
    4. ფრენკი დე იონგი / პედრი
    5. ალენია

    და სერხიც რომ წავა მერე უეჭველი ეს ოთხეული იქნება კაპიტნების. მართალია ყველა ლამასიელი არაა მაგრამ ამ ეტაპზე მეტი გამოსავალი არაა.

    იმ დღის დედას შევე… როცა ალენია 5 წუთი მაინც ბარსას კაპიტანი იქნება))))
    მართლა ღადაობ თუ მაგ ალენიის ეგრე თავის ძმასაც არ ჯერა და შენ რა მიზეზი გაქ ესეთი ყველგან მაგას რო ახსენებ მართლა მაინტერრსებს😂😂😂

  • ნელსონ სემედუ
    schedule 06 ნოე 2020, 16:51

    Iniesta. And messi,
    მადლობა

  • nikusha
    schedule 06 ნოე 2020, 13:34

    მესი ბუსიკა და პიკე თითქმის ერთ დროს წავლენ ასევე ხორდი ალბაც

    მომავალი კაპიტანი ტერ შტეგენია!

    და მაშინ კაპიტნები იქნებიან:

    1. სერჟი რობერტო
    2. ტერ შტეგენი
    3. ანსუ ფატი
    4. ფრენკი დე იონგი / პედრი
    5. ალენია

    და სერხიც რომ წავა მერე უეჭველი ეს ოთხეული იქნება კაპიტნების. მართალია ყველა ლამასიელი არაა მაგრამ ამ ეტაპზე მეტი გამოსავალი არაა.

  • ROUCH
    schedule 06 ნოე 2020, 12:53

    რაც ეს წავიდა მაგის მერე დაიწყეს ხო მოგებული მატჩების წაგება თუ იყო რომში? მესი რამდენადაც დიდი ფეხბურთელი იმდენად ჩმორია მენტალურად, ბუსკეციც საწყალოს გავს ტიპი რო უყურებ რა მოტივაცია უნდა მიცეს მაგ ორმა გუნდს. რა კაპიტნებიდან სად დავეცით

  • რივალდო-მესი
    schedule 06 ნოე 2020, 12:43

    ციტატა: Zaga
    შენ და ხავი ხართ ბარსას სიმბოლო როგორც ფეხბურთელები და როგორც პიროვნებები ისევ თქვენ თუ დაუბრუნებთ ბარსას დიდებას.და გააცოცხლებთ გუნდს.


    როგორც პიროვნება სიკვდილა ხავიზე დიდია ჩემი აზრით.

  • Iniesta. And messi
    schedule 06 ნოე 2020, 12:12

    ციტატა: ნელსონ სემედუ
    სად შეიძლება მაგ წიგნის შეძენა ხოარიცით?


    ბიბლუსში შეგიძლია ასეთი ბიბლიოთეკაა და თუ გინდა გვერდიც აქვს ამ საიტს მისი და იქიდან შეუკვეთე ოღონდ ძერ უნდა დარეგისტრირდე

    საიცრება უბრალოდ ილუზიონისტი ინიესტა სახელიც კი ყვეკაფერს ამბობს

  • El pistolero 9
    schedule 06 ნოე 2020, 11:33

    კაცი რომელიც ჩუმად იყო მაგრამ საჭირო დროს ყოველთვის 100%იანს ბაზრობდა🖤🖤🖤დონ❤❤❤

  • nukri1996
    schedule 06 ნოე 2020, 11:25

    genacvale don iniesta shen da xavi iyavit xart da iqnebit chemtvis yvelaze udzlieresi naxevarmcvelebi … puyoli xavi sa ini gvyavdes axalgazrdebi meti araferi minda . es aramgonia moxdes odesme kide magram xo sheidzleba xavi mtavar mwvrtnelad da ini asistentad paxodu puyolic daixmaron

  • ნელსონ სემედუ
    schedule 06 ნოე 2020, 10:56

    სად შეიძლება მაგ წიგნის შეძენა ხოარიცით?

  • Wtf man
    schedule 06 ნოე 2020, 10:46

    ეჰ ინიესტა მოგვცა ეხლა 20 წლის აშენებული გუნდი ვიქნებით

  • Ani benzo
    schedule 06 ნოე 2020, 07:31

    Kargia tkbili mogonebebi

  • Iniesta_8
    schedule 06 ნოე 2020, 02:14

    ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი. კლასის და სტაბილურობის განსახიერება. ინიესტას ჩაგდებული თამაში გახსოვთ? რაც ძირითადის წევრი გახდა ცუდად არ უთამაშია კაცს. ერთადერთია რომელიც ლიგის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ლეგენდების ლეგენდაა.

  • Zaga
    schedule 06 ნოე 2020, 01:17

    შენ და ხავი ხართ ბარსას სიმბოლო როგორც ფეხბურთელები და როგორც პიროვნებები ისევ თქვენ თუ დაუბრუნებთ ბარსას დიდებას.და გააცოცხლებთ გუნდს.

  • Ronaldinho..
    schedule 06 ნოე 2020, 01:11

    აუუ დონ ანდრესსს!!!
    ესეთი ხო აღარ დაიბადება.
    ბარსელონას და ფეხბურთის ლეგენდა,კაცი ესთეტიკა🖤

    Magic iniesta🎩

  • MisterD
    schedule 06 ნოე 2020, 00:38

    უდიდესი ხარ დონ