ძალიან დიდი შანსია ამ სეზონში ფრანცესკ ფაბრეგასის ტრანსფერი გაჩარხოს “ბარსელონამ”, ამიტომაც არსენ ვენგერი კვლავ იწყებს ნადირობს “ბარსელონელებზე”, შემდეგი მისი ნადავლი დეულოფეუა, რომელიც 17 წლისაა და მესამე გუნდში ირიცხება “ბარსელონასი”.
მესამე გუნდის წამყვანი ფიგურა სწორედ ფეულოფეუ გახლავთ, მან მეორე გუნდში თამაშიც მოასწრო და პირველი გუნდის განაცხადშიც მოხვდა ერთხელ, მაგრამ სამწუხაროდ თამაში არ დასცალდა. “მეთოფეთა” დამრიგებელს დეულოფეუ ძალიან მოსწონს და მისი გადაბირება სურს, როგორც კატალონიური მხარე იტყობინება თავად ფეხბურთელის სურვილი არ არის კლუბის დატოვება, ვნახოთ როგორ გადაწყდება ამ ფეხბურთელის მომავლის საკითხი.
რაც შეეხება ფრანცესკ ფაბრეგასის საკითხს. ყველა “ბარსელონას” გულშემატკივარს აღელვებს ამ ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი. მისი საქმე ჯერ ცნობილი არ არის, როგორც იტყობინებიან, ორშაბათს ძალიან ბევრი რამ გაირკვევა, ამჟამად კი პრესა ცდილობს, რომ სხვა კონკურენტებთან შედარებით უფრო მეტი ინფორმაცია გამოაქვეყნოს, რეალურად კი ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. ყველაფერი ორშაბათს გადაწყდება, ასე თავად ფეხბურთელის აგენტმაც განაცხადა, სავარაუდოდ იგი “ბარსელონას” ესტუმრება თავის ფეხბურთელთან ერთად.