ცოტა ხნის წინ არგენტინურ მედიაში დაიწერა, რომ დიეგო მარადონას ტვინის მაგარ და ქსელისებრ გარსებს შორის სისხლჩაქცევა ჰქონდა.
როგორც Argentina.as იუწყება, ყოფილ ფეხბურთელს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა, რისთვისაც, ლა პლატას საავადმყოფოდან, საოპერაციოდ, სხვა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც დიეგოს პირადი ექიმი, ლეოპოლდო ირწმუნება, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და არგენტინელთა სათაყვანო კერპს არაფერი ემუქრება.
“დიეგოს ტვინს ჰემატომა წარმატებით მოვაშორე, მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად დაიწყო. არგენტინელი კონტროლის ქვეშ იმყოფება.
მის ქალაში მცირე ზომის სადინარი დავტოვეთ, რითაც, დარჩენილ სითხეს ხვალ გამოვტუბავთ”.
ზემოხსენებულ პრობლემას სამედიცინო ენაზე სუბდურული ჰემატომა ეწოდება. ჰემატომა, როგორც წესი, ტრავმულ დაზიანებას მოჰყვება, რაც თავის ტვინის ვენებს აზიანებს და სისხლჩაქცევას იწვევს.
ღმერთმა კარგად ამყოფოს მაინც ფეხბურთის ერთერთი ლეგენდაა და თავის ეპოქაში ერთერთი საუკეთესო იყო დაჟე დღესაც ასეა მართალია მესი მასზე წინაა მაგრამ დონ დიეგოც ლეგენდაა
ენა მოაჭრეს ? 🙂
ტიპი დასიებულია ბზიკის ნაკბენივით.