ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: “დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ”

ლუის ენრიკე: “დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ”

“ბარსელონა ბ”–ს ყოფილმა და “რომას” ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, თავის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მას იმედი აქვს “მგლების” წარმატების და ისინი მიზანს აუცილებლად მიაღწევენ შემდეგ სეზონში. იტყობინება “რომას” ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

“დაპირებები? არ მინდა, რომ ეს სიტყვები ქარს გავატანო. ერთადერთი, რაშიც “რომას” გულშემატკივრებს დავარწმუნებ არის ის, რომ მაქსიმალურად გავირჯები გუნდის წარმატებისა და მათი გახარებისთვის. ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება. დარწმუნებული ვარ, რომ “რომას” ამჟამინდელი შემადგელობით ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ, ეს მართლაც ისტორიული და შესანიშნავი გუნდია”. დაასრულა ლუის ენრიკე მარტინესმა.

 

შეგახსენებეთ, რომ იტალიური კლუბი, “რომა”, მიმდინარე სეზონში მე–6 ადგილს დასჯერდა სერია ა–ს გათამაშებაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში