workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტუან გრიზმანი: მოედანს ძალიან გაბრაზებულები ვტოვებთ

ანტუან გრიზმანი: მოედანს ძალიან გაბრაზებულები ვტოვებთ

ანტუან გრიზმანმა დღევანდელ შეხვედრაში თავი გამოიჩინა, მაგრამ მიუხედავად გოლისა, მისი თამაშის ხარისხი გულშემატკივარში კმაყოფილების საფუძველს ნაკლებად ტოვებს. 

მატჩის შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც “მენდისოროსაზე” გამართული შეხვედრა შეაფასა.

“ჩვენ მოედანს გაბრაზებულები ვტოვებთ. მარცხის შემდეგ სამი ქულის მოპოვება გვსურდა. ბევრი ასპექტი გვაქვს გასაუმჯობესებელი და ეს დღეს ძვირად დაგვიჯდა. უამრავი შანსი გვქონდა და მხოლოდ 1 გამოვიყენეთ. უშუალოდ მე დასაწყისში თამაში არ გამომივიდა, გუნდს კი ჩემი გოლები ნამდვილად სჭირდებოდა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 01 ნოე 2020, 19:42

    ციტატა: Dimitri359
    მარცხენა ან მარჯვენა მცველად თუ უცდია თამაში გრიზმანს? 😅 შეიძლება უფრო პროდუქტიული იყოს


    მეც ეგ არ დავწერე ეხლახანს, მცველი არა გვყავს ვინ დავაყენოთო რო იძახდნენ, მაინც სულ დაცვაშია და ბარემ იქნებ ცენტრშიც ითამაშოს, მასკერანოს იქნებ არ ჩამორჩეს.

  • El pistolero 9
    schedule 01 ნოე 2020, 11:22

    გოლი კი შეაგდო და ვნახოთ რას იზამს მომდევნო მატჩებში.მოსაგები თამაში იყო,მაგრამ ასეთებიც ხდება ხოლმე.ახლა ლიგაზე დინამო დავადუღოთ და მერე ატლეტიკოსთან გვექნება მაგარი ჯახი

  • Dimitri359
    schedule 01 ნოე 2020, 04:33

    მარცხენა ან მარჯვენა მცველად თუ უცდია თამაში გრიზმანს? 😅 შეიძლება უფრო პროდუქტიული იყოს