workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ანრი:”ამერიკა? მე ჯერ კიდევ “ბარსელონას” ფეხბურთელი ვარ”

ანრი:”ამერიკა? მე ჯერ კიდევ “ბარსელონას” ფეხბურთელი ვარ”

 ტიერი ანრი ჯერ მხოლოდ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებზეა კონცენტრირებულია. ტიტი ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონატის წინ ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება, რომლებშიც “მამლები” კოსტა რიკას, ტუნისსა და ჩინეთს შეხვდებიან.

 

 უმარავი ჭორი გაჩნდა, იმის შესახებ, თითქოს თავდამსხმელი მომავალ სეზონში კატალონიურ კლუბს დატოვებს, მაგრამ თავად ანრი მხოლოდ მამავალ მუნდიალზე ფიქრობს: “ახლა ჩემი ერთადერთი სადარდებელი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა საფრანგეთთან ერთად. შემდეგაც მექნება დრო ჩემს მომავალზე საფიქრელად.” დღესდღეობით ტიტი სამხრეთ აფრიკაში წარმატებით გამოსვლისთვის მუშაობის და სხვას არაფერს აკეთებს.

 ყველაფერი გარკვეული არ არის, მაგრამ ფაქტია რომ ანრი “ბარსელოანდან” წასვლას არ ჩქარობს. “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, სამშაბათს განაცხადა, რომ ფრანგმა ფორვარდმა უკვე მოაწერა ხელი “რედ ბულსის” კონტრაქტს, მაგრამ ტიერიმ ეს ინფორმაცია უარყო: “ამ მომენტისათვის, ეს ინფორმაცია ტყუილია. მე “ბარსელონას” ფეხბურთლი ვარ და უფრო მეტიც, კონტრაქტში კიდევ ერთი წელი დამრჩა.” ანრის მომავალი, მისი კომენტარის მიუხედავად, გაურკვეველია. ბევრი თვლის, რომ ფრანგი ნელ-ნელა შორდება კატალონიურ კლუბს.

 ჯერჯერობით კი ერთი რამ ცხადია: ეს ექსტრაკლასის ფორვარდი სამხრეთ აფრიკაში თავისი სამშობლოს სახელით იასპარეზებს. შემდეგ კი არავინ იცის გემგზავრება ტიტი ნიუ იორკში, თუ ბარსელონაში დარჩება და კონტრაქტით გათვალისწინებულ ბოლო სეზონს იქ ჩაამთავრებს.

წყარო: www.sport.es 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward