”უდინეზეს” და ”მაჩესტერ სიტის” წარმომადგენლები შეხვდებიან ხვალ, რათ ისევ განიხილონ ალექსის სანჩესის საქმე, გადმოგვცემს Football Italia.
”ბარსელონამ” ფეხბურთელის შეძენა გადაიფიქრა, რადგან ბოიან კრიკიჩმა უარი განაცხადა სატრანსფერო გარიგებაში ჩართვაზე და ”უდინეზეში” გადასვლაზე, თუმცა ის მზადაა ”რომაში” გადასასვლელად. ინგლისურმა კლუბმა ”უდინეზეს” 25 მილიონი უკვე შესთავაზა, თუმცა იტალიურ კლუბს ეს თანხა არ აწყობს. გუნდს სანჩესის ტრანსფერში 30 მილიონი ევროს აღება სურს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებული არიან ”ინტერი” და ”იუვენტუსი”



