ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ხერარდ პიკეს სჯერა, რომ მისი გუნდი მომდევნო სეზონში იქნება ისეთი ამბიციური, როგორც არასდროს. მართალია მათ უკვე ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს, მაგრამ გამწვევები მაინც უხვადაა: მეოთხე ლა ლიგა და მეხუთე ჩემპიონთა ლიგა.

 

“სიუდად ესპორტივაზე” შედგა ხერარდ პიკეს ახალი ბუცების პრეზენტაცია, რომელიც მას კომპანია “Nike”-მა დაუმზადა. მას შემდეგ, რაც ხერარდმა მოიგო დუპლეტი, ხოლო შემდეგ გამართა ორი ამხანაგური მატჩი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, გაესაუბრა პრესას.

 

მომდევნო სეზონი

 

საუბრის მთავარი თემა მომდევნო სეზონი იყო: “წინ უამრავი გამოწვევაა. მსურს მოვიგოთ მეოთხე ლა ლიგა, მეხუთე ჩემპიონთა ლიგა და ევრო–2012 ესპანეთის ნაკრებთან ერთად”. განაცხადა პიკემ. ხერარდს ესმის მეოთხე ლა ლიგის მოგების მნიშნველობა. ეს “ოცნების გუნდისთვის” უდიდესი რამ იქნება. ასევე მეხუთე ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა მათ ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შეიყვანს.

 

მძიმე წელი

 

პიკე “ბარსელონას” გვარდიოლას მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა და ორივე 3 წელია მოღვაწეობს “ოცნების გუნდში”. ხერარდმა სამ წელიწადში 10 ტიტული მოიგო. პიკეს ძალიან კარგად ესმის, რომ უფრო და უფრო გართულდება ასეთი ფორმის შენარჩუნება და “არა იმიტომ, რომ ჩვენ ნაკლებად ამბიციურები ვართ, არამედ იმიტომ, რომ სხვა გუნდებიც ძლიერდებიან… მაგრამ ჩვენ ვართ ისეთი მხნეები, როგორც არასდროს, სწორედ ასე მივაღწევთ შემდეგ წელსაც წარმატებას”.

 

ყველაფრისთვის მზად

 

მას შემდეგ, რაც გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პიკე სიტყვით გამოვიდა “კამპ ნოუზე”: “ჩვენ არ ვიკეთებთ წამლებს, ჩვენ არ მივმართავთ მაქინაციებს, ჩვენ არ ვისყიდით მსაჯებს, ჩვენ უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობთ”. ეს სიტყვები მან ასე განმარტა: “ამ ისტყვებით მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ აკრძალულს არაფერს ვაკეტებთ”. პიკემ იცის, რომ ასეთი ბრალდებები მომავალ წელსაც გაგრძელდება: “ჩვენ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ, უბრალოდ ტიტულების მოგებას გავაგრძელებთ. გუნდი კონცენტრირებული მხოლოდ ამაზეა”.

 

ფრანსესკ ფაბრეგასი

 

როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრი ფეხბურთელის გვარს უკავშირებენ “ბარსელონას”, თუმცა ყველაზე აქტუალური მაინც სესკ ფაბრეგასია. პიკე თავის მეგობარ კაპიტანს ახასიათებს როგორც: “დიდებული ფეხბურთელი და ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც ზედგამოჭრილია “ბარსელონასთვის”. მან ძალიან კარგად იცის ის ენა, რომლითაც მოედანზე ვმეტყველებთ”. მას ძალიან უნდა, რომ სესკი დაბრუნდეს: “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

 

პიკე ჯუზეპე როსიზე: “მას აქვს დახვეწილი მარცხენა ფეხი, იტანს უამრავ გოლს და არის ძალიან სწრაფი. ის არის ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად შეუწყვილდება “ბარსელონას” და ადამიანობის მხრივ 10–დან 10 ქულას დაიწერს”.

 

პიკე ალექსის სანჩესზე: “ის ბრწყინვალეა ერთი–ერთზე გასვლისას”.

 

ფოტოსესია

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში