ცნობილი ესპანელი არბიტრი, ანდუხარ ოლივერი “ელ კლასიკოში” დანიშნული პენალტის ეპიზოდს გამოეხმაურა. “ბარსელონას” კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს, სერხიო რამოსის გოლი მოჰყვა.
“საჯარიმოში მცირე შეხებები პენალტის დანიშვნის მიზეზი არ გახლავთ. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ მსგავსს შემთხვევაში მთელი მატჩის მსვლელობისას თამაშის 40-ჯერ შეჩერება იქნებოდა საჭირო. აღნიშნულ ეპიზოდს არანაირი საერთო არ აქვს ანტონი სანაბრიას (“ბეტისი”) შემთხვევასთან “რეალ სოსიედადთან” მატჩში, სადაც მაისურზე შეხება აშკარა იყო.”, – ოლივერის სიტყვებს Marca ციტირებს.




მესმის ბარსა და რამე მაგრამ ნახეთ რამოსი რო დაეცა რა ახლოს გაუარა ბურთმა რო არა ვარდნა ხო ითამაშებდა მაგ ბურთზე, გაიტანდა თუ არა ეგ მეორე საკითხია. წეღნაც დავწერე აბა მარცხნივ გაიწიეთ გვერდულად ვინმემ მარჯვნივ დაგქაჩოთ მაისურით და უცებ ისე რო არ ელი ხელი გაგიშვათ თუ არ წაიქცეთ, ბავშვობაში იყო ხოლმე ერთმანეთს კედელზე თავს რო არტყმეინებდნენ არ გახსოვთ ან არავის გიქნიათ? კედელთან ახლოს მყოფს თავით რო მოქაჩავდი და ის იქეთ იწევდა გაუშვებდი უცებ ხელს და ბრაგვან კედელზე თავი ანალოგიურად მოხდა აქაც უბრალოდ ეს გადავარდა
კი ბატონო, მაგრამ მარცხის შემდეგ ბევრი მხოლოდ მაგას აღნიშნავს და მეტს არაფერს..
უკვე სისულელედ მიმაჩნია იმის ძახილი რო – "მსაჯებმა შეტენეს რეალს" … 20-ივე კლუბი რო ალაპარაკდეს ლა ლიგაში არავინ წაართმევს იმ ქულებს. ძაან რუტინულ განცხადებად იქცა უკვე "მსაჯები/რეალი" რა აზრი აქვს?
ჩვეულებრივი სპონსორია vari რეალის… + საჩუქრებით რომ გამოირჩევა ისეთი..