ელ კლასიკო ისტორიულად დაპირისპირებული ორი გუნდის დაძაბულობით აღსავსე დაპირისპირებას წარმოადგენს. მიუხედავად ძირითადად უხეში და მძიმე მომენტებისა რამდენიმე გულის ამაჩუყებელი ეპიზოდიც გვიხილავს. ქვემოთ სწორედ ამგვარი მომენტების გახსენებას შევეცდებით.
მესისა და რონალდუს ჩახუტება
მესისა და რონალდუს ორთაბრძოლა ელ კლასიკოს მოლოდინს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა, იქამდე სანამ კრიშტიანუ “იუვენტუსში” გადაბარგდებოდა.
საფეხბურთო ისტორიის უდიდესი დუელის მონაწილენი ერთმანეთს 2016 წლის ზამთარში 1-1 -ის დროს მეგობრულად გადაეხვივნენ და ეს ფოტოც სპორტის ენციკლოპედიის ნაწილი გახადეს.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” რონალდინიოსთვის განკუთვნილი აპლოდისმენტები
თითზე ჩამოსათვლელია ის ფეხბურთელები, რომლებიც აპლოდისმენტებით მეტოქე გუნდის გულშემატკივრებმა დააჯილდოვეს. გაუჩო სწორედ მათ რიგებშია.
2005 წელს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში რონალდინიომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი სამბურთიანი სხვაობით დააწინაურა. მისი გოლი იმდენად ლამაზი იყო, რომ მადრიდელმა გულშემატკივრებმა ტაშის დაკვრისაგან თავი ვერ შეიკავეს და ამ სახით გამოხატეს აღიარება ბრაზილიელის მიმართ. ასეთივე ეპიზოდი 2015 წელს ანდრეს ინიესტას შემთხვევაშიც გვახსოვს, მაგრამ ბრაზილიელის ეპიზოდი ნამდვილად უფრო ეპიკური იყო.
⚽️ Simply Ronaldinho. 3-0!
🏟 The Bernabeu stands and applauds.
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏 pic.twitter.com/KZ7RqPVAjI— FC Barcelona (@FCBarcelona) April 11, 2020
ხორვატული ჩახუტება
ვინ თქვა, რომ ორი მტრულად განწყობილი გუნდის ბანაკში მეგობრები ვერ ითამაშებენ? განსაკუთრებით, თუ საქმე თანამემამულეებთან გვაქვს.
რაკიტიჩისა და მოდრიჩის ეს თბილი მომენტი შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს.
თამაშის შემდეგ ივანმა ლუკასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოქვეყნა წარწერით: “ჩვენ კიდევ ერთხელ ვითამაშეთ უდიდეს მატჩში, სადაც ბევრი ბრძოლაც იყო, მაგრამ ყოველთვის შენთან ერთად ვიქნები, ძმაო.”
I jos jednom smo odigrali najvecu utakmicu, uz puno borbe ali uvijek uz tebe brate @lukamodric10 💪⚽️ #brat #elclasico #zajednosmojaci #iznadsvihhrvatska pic.twitter.com/4ILuZD8yg5
— Ivan Rakitic (@ivanrakitic) December 19, 2019
რონალდოს მიერ მესისთვის გაწვდილი დახმარების ხელი
კვლავ თანამედროვე ეპოქის ორ უდიდეს ფეხბურთელთან გვაქვს საქმე.
ეს ეპიზოდი 2017 წელს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოხდა, როდესაც “ბარსელონამ” “ლოს ბლანკოსი” სტუმრად 3-0 გაანადგურა.




მემგონი ინიესტას რომ აპლოდისმენტები დაუკრა მთელმა ბერნაბეუ ეს არ უნდა გამორჩენოდათ მე ასე ვფიქრიბ
ლამაზი მომენტები იყო… მადლობა ავტორს😊
ხვალ გამოჩნდება კუმანი რაა რეალურად . ასეთ რეალს თუვერ მოვუგეთ ლალიგა დავივიწყოთ…