workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
900 დღე გოლის გარეშე – მესი “კლასიკოს” მოტივაციით ხვდება

900 დღე გოლის გარეშე – მესი “კლასიკოს” მოტივაციით ხვდება

ხვალ, 2020/21 წლების სეზონის პირველი “ელ კლასიკო” გაიმართება. “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” საშინაო არენაზე უმასპინძლებს. როგორც ყოველთვის, ლიონელ მესი მადრიდელების წინააღმდეგ თამაშში ყურადღების ცენტრშია, ამჯერად კი ლეოს მნიშვნელოვანი სერია აქვს დასასრულებელი. 

“ბლაუგრანას” არგენტინელ კაპიტანს უკვე 900 დღეა, “რეალის” კარი არ აუღია. ბოლოს მან 2018 წლის 6 მაისს გაიტანა (ლა ლიგა, 2-2, “კამპ ნოუ”) – მატჩში, რომელშიც თავი მადრიდული გუნდის ყოფილმა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმაც გამოიჩინა.  

ამ დღის შემდეგ სულ 6 “კლასიკო” გაიმართა, რომელთაგანაც მესიმ მონაწილეობა 5-ში მიიღო. მან მოედანზე ჯამში 440 წუთი გაატარა. 

ასე რომ, მესი “რეალს” განსაკუთრებული მოტივაციით შეხვდება და ეცდება, წარუმატებელი სერია დაასრულოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 24 ოქტ 2020, 12:35

    ციტატა: ROUCH
    პენალტი თუ დაგვიდეს გაიტანს აბა ამ სეზონში ისე ვერ გააქ 😂


    სამაგიეროდ საგოლე პასებს ანაწილებს, რა ქნას, დაგვიბერდა..

  • BaKuRa
    schedule 23 ოქტ 2020, 20:29

    რაღაცა ანსუსგან უფრო ველი ვიდრე ამისგან😂😂

  • ROUCH
    schedule 23 ოქტ 2020, 17:43

    პენალტი თუ დაგვიდეს გაიტანს აბა ამ სეზონში ისე ვერ გააქ 😂