მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ვინისიუს ჟუნიორმა, ჩემპიონთა ლიგაზე “შახტართან” მარცხის შემდეგ (2-3) “ელ კლასიკოზე” ისაუბრა.
“ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, თუმცა ერთ ნავში ვიმყოფებით. დღეს ყველამ ცუდად ვითამაშეთ და ზიდანის მოთხოვნები ვერ შევასრულეთ. ახლა მხოლოდ ვარჯიში გვჭირდება, ჩვენი მიზანი “ელ კლასიკოს” მოგებაა.
“შახტართან” პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, იგივე მოხდა “კადისთან” (0-1) შეხვედრაშიც, ბურთი ცუდად გვეჭირა და პრესინგიც ნაკლებად გამოგვდიოდა.” – ვინისიუსის სიტყვებს Marca ციტირებს.




და ამის გამო წააგო ორი თამაში ზედიზედ? ასე ემზადებიან მოგებისთვის?
ბარსაზე ფიქრმა ეგრე იცის. :დდ
ელ კლასიკი,სხვა განზომილება,არ აქვს როგორ ფორმაშია გუნდი,ყველა ბოლომდე იხარჯება,ჩვენ გვჯერა ბარსას,ჩემი აზრით 60/40ჩვენს სასარგებლოდ.
მაგარი ახალგაზრდები და მესი??!!უკეთეს ვერ ინატრებ
რეალს ეყოლება რამოსი კლასიკოში თუიცით?ერთადერთი ნათელი წერტილი ეგაა ამ დაქანცულ რეალში და მაგიც თუ აღარ ჰყვათ და …..😀😃😃
ნელა მადრიდისტებო ფეხი არაფერს წამოკრათ
მიზანი კი არის მოგება, მაგრამ რამდენად გამოვა, ეგ არის საქმე :დ
"ვინისიუსი: "რეალის" მიზანი "ელ კლასიკოს" მოგებაა"
და ამის გამო წააგო ორი თამაში ზედიზედ? ასე ემზადებიან მოგებისთვის?