workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუს გადადგომის საკითხი “ელ კლასიკოს” შემდეგ გადაწყდება

ბართომეუს გადადგომის საკითხი “ელ კლასიკოს” შემდეგ გადაწყდება

Onda Cero-ს ცნობით, “ბარსელონას” პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო გადადგომის საკითხს “ელ კლასიკოს” შემდეგ განიხილავენ.

26 ოქტომბერს, ორშაბათს, ბართომეუ დირექტორთა საბჭოს მოიწვევს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, დანიშნონ კენჭისყრა უნდობლობის თაობაზე თუ მანამდე დატოვონ კლუბი.

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოსა და ლიონელ მესის სკანდალური ამბის შემდეგ, ბართომეუს წინააღმდეგ პლატფორმა Mes Que Una Mocio-ს ორგანიზებით, უნდობლობის საკითხის აღსაძრავად, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც წარმატებით დასრულდა.

იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრა დაინიშნება, უნდობლობის გამოცხადებისთვის კენჭისყრაში მონაწილე კლუბის ოფიციალურ წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა იქნება საჭირო. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 21 ოქტ 2020, 16:51
    #2

    ციტატა: nika 54
    "ბართომეუს გადადგომის საკითხი "ელ კლასიკოს" შემდეგ გადაწყდება"
    ანუ თუ მოიგებენ აღარ წავა?


    ეხლა რა უნდათ, რომ გუნდმა კლასიკო დათმოს ბართოს მოსაშორებლად???
    ვაიმეე, რა სიამოვნებით ვითრევდი ქოჩრით აჩკარიკას!!!!

  • nika 54
    schedule 20 ოქტ 2020, 17:18
    #1

    "ბართომეუს გადადგომის საკითხი "ელ კლასიკოს" შემდეგ გადაწყდება"
    ანუ თუ მოიგებენ აღარ წავა?