ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” ხოსე ენრიკეთი ინტერესდება

”ბარსა” ხოსე ენრიკეთი ინტერესდება


გამოცემა ”talkSPORT”-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ესპანური ”ბარსელონა” დაინტერესდა ინგლისური ”ნიუკასლის” მცველით, ხოსე ენრიკეთი.

ესპანელი მცველის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს. მისი კონტრაქტი ”ნიუკასლთან” 2012 წელს იწურება. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული არიან ინგლისური გრანდები, ”ლივერპული” და ლონდონის ”არსენალი”, ასევე იტალიური ”მილანი”.

მიმდინარე სეზონში ხოსე ენრიკემ ”ნიუკასლის” შემადგენლობაში 36 მატჩი გამართა და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში