“ბარსელონა” ყველანაირად ცდილობდა პრეზიდენტის უნდობლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩაეშალა, ან დროში გაეწელა, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს შეუძლებელია.
Mundo Deportivo-ს ცნობით დირექტორთა საბჭომ რეფერენდუმის თარიღი უკვე განსაზღვრა. საუბარია მის ორ ნაწილად გაყოფაზე და 1-2 ნოემბერს ჩატარებაზე.
ეს თარიღები კატალონიის მთავრობაშია გადაგზავნილი და ივარაუდება, რომ “ბარსელონა” დადებით პასუხს მიიღებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეფერენდუმი 21 ლოკაციაზე ჩატარდება, აქედან 13 კატალონიაში იქნება, დანარჩენი კი ესპანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის მადრიდშიც.
Cadena COPE იმასაც არ გამორიცხავს, რომ კატალონიის მთავრობიდან დადასტურების შემდეგაც კი, “ბარსა” შეეცადოს რეფერენდუმი გადადოს და კორონავირუსის პანდემია მოიმიზეზოს.
ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, კლუბის ხელმძღვანელობა რეფერენდუმის ჩაშლას ცდილობდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და ბარსელონას პოლიციამ “ბლაუგრანას” მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ასეთი უნამუსობის მნახველი არ ვარ. გუნდი გააფარჩაკა ტიპმა და სკამს კიდე ებღაუჭება. იმის ნამუსი ხომ მაინც უნდა გქონდეს რომ ადგე და წახვიდე, როცა გეუბნებიან აღარ გენდობიო.