კატალონიის ”ბარსელონას” ვიცე-კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავისი თანაგუნდელის, ხავიერ მასკერანოს მიმართ, იტყობინება Sport.es.
ესპანეთის ნაკრებისა და ”ბარსელონას” ნახევარმცველის თქმით, თავდაპირველს მასკერანო სულ სხვა ადამიანად წარმოედგინა.
”მასკერანო არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანია. გამოგიტყდებით, თავდაპირველად გაცილებით სერიოზული მეგონა. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე, თუ რაოდენ კარგი იუმორის გრძნობა აქვს მას. ის ძალიან კარგი ადამიანი და მინდორზე შესანიშნავი პარტნიორია.” – პრესასთან საუბრისას განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ ხავიერ მასკერანო კატალონიის ”ბარსელონაში” 2010 წელს შეუერთდა. მასკერანოს დღეს 27 წელი შეუსრულდა. ის არგენტინის ნაკრების უცვლელი წევრი და კაპიტანია.



