“ბარსელონას” მომდევნო “ელ კლასიკოში” მხოლოდ 1 გოლის გატანა სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს “რეალის” კარში 400 გატანილი გოლი დაუგროვდებათ.
“ბლაუგრანამ” აქამდე მადრიდელებს 399 გოლი გაუტანა: 288 ლა ლიგაში, 67 ესპანეთის თასზე, 13 კოპა დე ლა ლიგაზე, 18 ესპანეთის სუპერ თასზე, 3 კორნაციის თასზე და 10 უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.
რაც შეეხება, “რეალს”, მადრიდელებმა კატალონიელების კარი ისტორიაში სულ 405-ჯერ აიღეს. “ბარსელონამ” ბოლოს “რეალი” 2019 წელს დაამარცხა, ბოლო “ლურჯ-ბროწეულისფერი” მოთამაშე კი ვინც მათ გოლი გაუტანა, ივან რაკიტიჩი გახლდათ.
მომდევნო “ელ კლასიკო” 24 ოქტომბერს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.




ტაქტიკაა სწორად შესარჩევი ამ სტატისტიკას გადავასწრებთ მომენტები ბევრიიიიიიიი
დავაი 6 გოლი უნდა ვთხაროთ ამ ლოსების ჯოგს და გავუთანაბრდეთ