workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუს კარანტინის გავლა იტალიაში სურს, რათა “ბარსასთან” თამაშის შანსი მიიღოს

რონალდუს კარანტინის გავლა იტალიაში სურს, რათა “ბარსასთან” თამაშის შანსი მიიღოს

ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს, რათა კარანტინი ამ ქვეყანაში გაიაროს, იტყობინება A Bola. 

როგორც ცნობილია, კოვიდინფიცირებული რონალდუ დღევანდელი დღის ბოლომდე აუცილებლად პორტუგალიაში დარჩება. 35 წლის შემტევს იმედი აქვს, რომ ჯანდაცვის ორგანოები მას ტურინში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემენ. 

ჟურნალისტი ტანკრედი პალმერის ინფორმაციით, რონალდუს ტურინში დაბრუნების მიზეზი ის გახლავთ, რომ იტალიური კარანტინი 10 დღიანია, პორტუგალიური კი 14. 

იმ შემთხვევაში თუ იტალიაში გავლილი 10 დღიანი კარანტინი ვირუსზე უარყოფითი ტესტით დასრულდება, რონალდუს “ბარსელონასთან” თამაშის შანსი მიეცემა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 14 ოქტ 2020, 19:34

    ამას რა უნდა, მოენატრა მესის გოლები და მუხლებზე ხოხიალი? ეხლა რო წააგებს ამის ისტერიკებს რა აიტანს.

  • Mes cue un club 1899
    schedule 14 ოქტ 2020, 18:49

    იმედია მალე გამოჯანმრთელდება და ითამაშებს ბარსასთან რადგან იუვენტუსი რონალდოს გარეშე ვაფშე ვერ ითამაშებს თან მომენატრა მესი ვერსუს რონალდო