workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლურჯ–ბროწეულისფერთა” სანაკრებო გოლები

“ლურჯ–ბროწეულისფერთა” სანაკრებო გოლები

როგორც იცით, ივნისის თვის დასაწყისში მრავლად გაიმართა სანაკრებო მატჩები. როგორც ევრო 2012–ის საკვალიფიკაციო, ისე ამხანაგურები. გუშინ, 7 ივნისს, “ლურჯ–ბროწეულისფერები” იცავდნენ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას და დამაჯერებლად, 0:3 იმარჯვეს. მათ დაამარცხეს ვენესუელას ნაკრები.

 

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები ორმა “ბლაუგრანელმა” დააწინაურა. შეხვედრის დებიუტშივე დავიდ ვილიამ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და შეარხია მეტოქის კარის ბადე. შემდეგ მისი კარგი თამაშის შედეგად გოლი პედრო როდრიგესმა გაიტანა. ასტურიელმა ფორვარდმა მოახერხა გოლისა და საგოლე გადაცემის საკუთარ ანგარიშზე ჩაწერა. მესამე გოლი ასევე ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყიდამ მადრიდის “რეალის” საყრდენმა, ჩაბი ალონსომ, გაიტანა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=mWXehv0VlUE]

 

აქვე მინდა შემოგთავაზოთ იმ ფეხბურთელის გოლებიც, რომელიც ამჟამად “მილანის” ღირსებას იცავს, თუმცა “საბუთები ბარსელონაში აქვს”. ეს პიროვნება არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი. გუშინ გაიმართა ევრო 2012–ის საკვალიფიკაციო მატჩი შვედეთისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. შვედებმა ეს მატჩი 5:0 მოიგეს, რაშიც დიდი წვლილი ზლატანს მიუძღვის. იგი შეცვლაზე შემოვიდა პირველ ტაიმში და 4 წუთში 2 გოლის გატანა მოახერხა. ხოლო მესამე გოლი მან მეორე ტამში თავური დარტყმის შედეგად გაიტანა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=E1OBAW9EjS8]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward